საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე იმყოფება, 2019 წლის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას – მას 2018 წელს მოგებული ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი აქვს დასაცავი. პირველ ეტაპზე ქართველის მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ, რომელსაც 2-სეტში ბრწყინვალედ გაუმკლავდა. მეორე რაუნდში კი ბასილაშვილი ხუან იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის პირველ შეხვედრაში […]