ვულვზი ხულენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვულვზის” ნომერ პირველი სამიზნე, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ხელუნ ლოპეტეგია. “სევილიადან” წასვლის შემდეგ, ესპანელი მწვრთნელი უგუნდოდ არის დარჩენილი. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ჟორჟე მენდეშს, რომელიც “მგლებთან” საკმაოდ დაახლოებული პიროვნებაა, ლოპეტეგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ოქტომბერში ინგლისურმა კლუბმა განაცხადა, რომ 2023 წლამდე სტივ დევისი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დარჩებოდა. ვარაუდობენ, რომ […]
კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “დინამო თბილისიდან” ესპანურ “ვალენსიაში” აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, “რუსთავსა” და “ლოკომოტივში” განათხოვრებული კიპერი “დინამო თბილისიდან” “ღამურების” რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და […]
ხულენ ლოპეტეგიმ სევილიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“სევილიას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე არსებული ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე იწურებოდა, აწი მოქმედი კონტრაქტით კი ლოპეტეგი ანდალუსიურ კლუბს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა “სევილია” 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი” ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი” იურგენ კლოპი – “ლივერპული” ხულენ ლოპეტეგი – “სევილია” ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი” ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის […]
ფრენკ ლამპარდი: “მთავარია რომ გოლი არ გავუშვით, შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში “სევილიასთან” ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “სევილიამ” ბევრი საფრთხე შეგვიქმნა ფლანგებიდან შეტევების დროს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და მაღალი დონე აქვთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაში საკმაოდ ფრთხილად წარიმართა და ორივე გუნდი შეეცადა მეტოქისთვის გატანაში ხელი შეეშალა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთი ქულა მოვიპოვეთ და […]
ხულენ ლოპეტეგი: “ეს ამბის ბედნიერი დასასრულია”
“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ინტერთან” (3: 2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ეს არის განსაკუთრებული ემოცია ჩვენთვის, ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს ამბის ბედნიერი დასასრულია. ლუკ დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მთელი მატჩი შესანიშნავად იმუშავა და შესაბამის დროს საჭირო ადგილზე იყო. შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუნი გვქონდა, მაგრამ “სევილია” არასდროს ნებდება. რაც შეეხება ბანეგას […]
დიეგო გოდინის ისტორიული მიღწევა – ურუგვაელი გამორჩეულ ექვსეულში მოხვდა
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, წონასწორობა 7 წუთში ლუკ დე იონგმა აღადგინა, კიდევ 21 წუთის შემდეგ ნიდელრნადელმა “სევილია” დააწინაურა, სამ წუთში კი “ინტერმა” ისევ გათანაბრება – ამჯერად, დიეგო გოდინის თავური დარტყმით. საინტერესოა, […]
ლუკ დე იონგმა წონასწორობა 7 წუთში აღადგინა (ვიდეო)
ხულენ ლოპეტეგიმ პრიმერა დივიზიონის გუნდი ჩაიბარა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. ცნობილია, რომ ლოპეტეგისთან “სევილიას” ხელმძღვანელობამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 52 წლის სპეციალისტის კარიერა “რეალში” ძალიან ცუდად წარიმართა – ესპანელი გუნდიდან ოქტომბერში გაათავისუფლეს, რაც “რეალის” მკაფიო რეგრესისა და “ბარსელონასთან” გამანადგურებელი მარცხით (5:1) წაგებით იყო განპირობებული. “რეალში” დანიშვნამდე, ლოპეტეგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. გუნდიდან ლოპეტები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე […]
ტიბო კურტუა: “რეალში მაღალი კონკურენციის გამო გადმოვედი”
მადრიდის “რეალის” ბელგიელი კიპერის, ტიბო კურტუას განცხადებით, “ჩელსიდან” მადრიდრულ გრანდში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი უფრო ძლიერი კუნკურენცია გახდა. ხულენ ლოპეტეგის პერიოდში, კურტუა “რეალის” ძირითადში ნაკლებად ხვდებოდა – ესპანელი სპეციალისტი კეილორ ნავასს უფრო მეტ ნდობას უცხადებდა. თუმცა სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ, ბელგიელმა გუნდის ძირითადში დაიმკვიდრა თავი. “ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, გუნდში მეტი თავდაჯერებულობა იგრძნობა. წინა თვეებში გუნდს […]
“მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის” – ლოპეტეგიმ გათავისუფლების შემდეგ განცხადება გააკეთა
როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის “ბარსელონასთან” გამანადგურებეილ ანგარიშით (5:1) დამარცხების შემდეგ “რეალის” ხელმძღვანელობამ ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა. მადრიდის “რეალმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ლოპეტეგიმ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა: “რეალის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხულენ ლოპეტეგის კონტრაქტი უწყდება. გადაწყვეტილება გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებას ისახავს მიზნად და გუნდს დასახული მიზნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “რეალის” 8 ფეხბურთელი […]
ხულენ ლოპეტეგი “რეალის” მწვრთნელი აღარ არის
როგორც ჩანს “ელ-კლასიკოში” განადგურება ბოლო წვეთი აღმოჩნდა სამეფო კლუბის ხელმძღვანელთა ფიალაში. ცნობილი გახდა, რომ ხულენ ლოპეტეგი “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლეს. დროებით მწვრთნელის მოვალეობას სანტიაგო სოლარი შეასრულებს.