“მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის” – ლოპეტეგიმ გათავისუფლების შემდეგ განცხადება გააკეთა
როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის “ბარსელონასთან” გამანადგურებეილ ანგარიშით (5:1) დამარცხების შემდეგ “რეალის” ხელმძღვანელობამ ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა. მადრიდის “რეალმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ლოპეტეგიმ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა: “რეალის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხულენ ლოპეტეგის კონტრაქტი უწყდება. გადაწყვეტილება გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებას ისახავს მიზნად და გუნდს დასახული მიზნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “რეალის” 8 ფეხბურთელი […]
ანტონიო კონტემ შესაძლოა ლა ლიგის გრანდი ჩაიბაროს
გავლენიანი ესპანური ტაბლოიდის AS-ის მტკიცებით, ხულენ ლოპეტეგს შესაძლოა უახლოეს მომავალში “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ. ლოპეტეგის შემცვლელად კი ანტონიო კონტეს კანდიდატურა განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პირადადაა დაინტერესებული ანტონიო კონტეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ხილვით. აღსანიშნავია, რომ ლოპეტეგისათვის გადამწყვეტი შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა აღმოჩნდეს, რომელშიც “რეალი” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, “ელ კლასიკოში” მარცხის შემთხვევაში, […]
ბოლო 11 წელიწადში რეალმა 3 თამაშში გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა
სეზონის კარგი სტარტის შემდეგ მადრიდის „რეალს“ ცუდი პერიოდი დაუდგა – სასტარტო მატჩების კარგად ჩატარების შემდეგ საერთაშორისო გამოცემები, მწვრთნელები და ფეხბურთელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ რონალდუს არყოფნა გუნდს არ ეტყობოდა, თუმცა გასულმა 3-მა მატჩმა სიტუაცია სხვა თვალით დაგვანახა. 27 სექტემბერს მადრიდელები “სევილიასთან” პირწმინდად დამარცხდნენ (3:0), რასაც ორი დღის შემდეგ “ატლეტიკოსთან” უგოლო ფრე მოჰყვა. ორმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ შეიქმნა […]
გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ხულენ ლოპეტეგმა მორიგი ვარჯიშისას „კასტილიის“ 11 ფეხბურთელი გუნდთან ერთად ავარჯიშა. აღსანიშნავია, რომ გუნდში არაერთი პრობლემაა – აღდგენით პროცესს გადიან ისკო და კარვახალი, ხოლო ბეილი და ბენზემა კი ცალკე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. შეგახსენებთ, რომ გასული 4 მატჩის განმავლობაში „რეალმა“ 1 გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. მომდევნო მატჩს „სამეფო კლუბი“ საკუთარ მოედანზე, […]
დაგვიბრუნეთ ძველი გუნდი! – რეალის გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ
მადრიდის “რეალი” ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ იმარჯვებს: 1 გატანილი გოლი, 4 წაგება და 1 ფრე – ეს არის მადრიდული გუნდის მონაგარი გასულ მატჩებში. მადრიდული გუნდის გულშემატკივარს ასე ცუდად მოთამაშე “რეალი” უკვე წლებია არ უნახავს და 5 წელიწადში 4 ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდისგან გულშემატკივარი სულ სხვა ფეხბურთს ითხოვს. სრულიად მოულოდნელად, მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” დამარცხება ვერ […]
დიეგო გოდინის ისტორიული მიღწევა – ურუგვაელი გამორჩეულ ექვსეულში მოხვდა
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, წონასწორობა 7 წუთში ლუკ დე იონგმა აღადგინა, კიდევ 21 წუთის შემდეგ ნიდელრნადელმა “სევილია” დააწინაურა, სამ წუთში კი “ინტერმა” ისევ გათანაბრება – ამჯერად, დიეგო გოდინის თავური დარტყმით. საინტერესოა, […]
ელ კლასიკო ახლოვდება – ლოპეტეგის დარჩენის საკითხი კატალონიაში გადაწყდება
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის მიმართ კრიტიკა არ წყდება – გუნდმა უკანასკნელ 4 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა (3 წაგება, 1 ფრე), რაც უკანასკნელად შორეულ წარსულში მოხდა. ამ მომენტისთვის, მადრიდული გუნდი “ლა ლიგაში” მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ “სევილიას” 2 ქულით ჩამორჩება, რაც ნამდვილად არ არის ის შედეგი, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდისგან ელიან. […]
ვულვზი ხულენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვულვზის” ნომერ პირველი სამიზნე, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ხელუნ ლოპეტეგია. “სევილიადან” წასვლის შემდეგ, ესპანელი მწვრთნელი უგუნდოდ არის დარჩენილი. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ჟორჟე მენდეშს, რომელიც “მგლებთან” საკმაოდ დაახლოებული პიროვნებაა, ლოპეტეგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ოქტომბერში ინგლისურმა კლუბმა განაცხადა, რომ 2023 წლამდე სტივ დევისი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დარჩებოდა. ვარაუდობენ, რომ […]
კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “დინამო თბილისიდან” ესპანურ “ვალენსიაში” აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, “რუსთავსა” და “ლოკომოტივში” განათხოვრებული კიპერი “დინამო თბილისიდან” “ღამურების” რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და […]
ლოპეტეგი ამტკიცებს, რომ რეალი რონალდუს გარეშეც ხიფათს წარმოადგენს
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის პრიზიორი გუნდი მთავარი დამრტყმელი ძალის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც დალაგებულ, გუნდურ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს – „რეალს“ გოლები გააქვს, გამოკვეთილია ახალი ლიდერები და რაც მთავარია, გოლის გატანის შემთხვევაში ყველა ერთიანად ზეიმობს, რაც ადრე რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე „რომას“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს […]
ლუკ დე იონგმა წონასწორობა 7 წუთში აღადგინა (ვიდეო)
მოიესის სინდრომი? ლოპეტეგი ზიდანის წნეხში იმყოფება
მადრიდის “რეალში” მისვლის შემდეგ ხულენ ლოპეტეგს რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად: ზინედინ ზიდანმა გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა, გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა, გულშემატკივრები კი გატანილ გოლებსა და ტიტულებს შეეჩვივნენ. შესაბამისად, ხულენ ლოპეტეგისგან ყველა ხარისხიანი ფეხბურთსა და რაც მთავარია, შედეგს ითხოვს. “ატლეტიკოსთან” სუპერთასის დათმობის შემდეგ, “რეალმა” ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში დაიწყო – სწრაფი, დინამიური, კომბინაციური ფეხბურთი, […]