,,ნიუკასლი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, ტრანსფერით ინტერესდება. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი მზადაა, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 82 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. იტალიურ მედიაში რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ ,,კაჭკაჭებმა” ნეაპოლელებს კვარას ტრანსფერზე 75-მილიონიანი წინადადებით მიმართეს. ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა […]