yahoo: “კვარაცხელია და ოსიმენი მარადონას გვერდით დადგნენ”
“ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. ნეაპოლელებმა ეს 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხეს, ამაში კი დიდი წვლილი ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვით. ამ ფაქტს გამოეხმაურა yahoo sports, ამერიკულმა გამოცემამ კვარასა და ოსიმენს შემდეგი სტატია მიუძღვნა: “ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” უდიდესების რანგში დიეგო მარადონას შეუერთდნენ, მას შემდეგ რაც სამხრეთ იტალიურმა კლუბმა სკუდეტო მესამედ მოიპოვა. ოსიმენმა […]
მაურიციო სარი: “ნაპოლის ჩემპიონობა გამიხარდება”
“ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “სასუოლოსთან”, საშინაო კედლებში – 2:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ყოფილი კლუბის, “ნაპოლის” პოტენციური ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა. “მოხარული ვარ, რომ “ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებს, ბავშვობაში სწორედ ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. სიამოვნებას მანიჭებს, რომ ისინი იგებენ. გასაგებია, რომ ვისურვებდი იქ მოხვედრას. შესაძლოა “ლაციოსთან” ერთად მოვიგო? ამას დიდი ხანი დასჭირდება […]
რატომ მოხვდნენ ტრავმირებული რუი და პოლიტანო ნაპოლის განაცხადში?
სეზონის და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელშიც “ნაპოლი” “უდინეზეს” სტუმრად დაუპირისპირდება და მესამე სკუდეტოს გაფორმებას შეეცდება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრავმირებული ფეხბურთელები, მარიო რუი და მატეო პოლიტანო განაცხადში შეიყვანა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სპალეტის სურს ორივე ფეხბურთელმა, რომელმაც ამ შთამბეჭდავ სეზონში თავისი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვერ მოახერხებენ, განაცხადში იყვნენ და […]
როგორი იქნება ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა უდინეზესთან მატჩში?
4 მაისს, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრას “უდინეზეს” წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რაც კლუბის 96-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, რადგან ნეაპოლიტანელებს სკუდეტოს მესამედ მოგების შესაძლებლობა ექნებათ. დარჩენილ 6 ტურში “ნაპოლის” მხოლოდ 1 ქულის მოპოვება სჭირდება იმისთვის, რომ ისტორიაში მესამე ტიტულს დაეუფლოს, შესაბამისად, თუ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უდინედან სულ მცირე ქულის წამოღებას მოახერხებს, ნეაპოლში მესამე ჩემპიონობას […]
“ნაპოლის” გულშემატკივრები საჩემპიონო ზეიმისთვის უკვე მეორედ ემზადებიან. მართალია, “სალერნიტანასთან” კამპანიური დერბის ვერ მოგებით (1:1) გუნდმა საშინაო ზეიმი გადაავადა, მაგრამ ეს ნეაპოლელ გულშემატკივრებს არ ანაღვლებთ. როგორც ირკვევა, იმის მიუხედავად, რომ მათი გუნდი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სტუმრად ითამაშებს, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი სრულად სავსე იქნება. კონკრეტულად საქმე ისაა, რომ საჩემპიონო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა […]
ცხელი დღის მოლოდინში – ნეაპოლელებისთვის ჩემპიონობა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა!
ნეაპოლელთა უმრავლესობისთვის 33 წლის განმავლობაში სერია A-ს პირველი ტიტულის მოპოვება, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საყვარელი საფეხბურთო გუნდის მიერ ლიგის მოგება. “რამ განაპირობა ნაპოლის აღორძინება” – 433-ის პოდკასტი ცენტრალური ნეაპოლის ქუჩების სიმშვიდეს, ერთსა და იმავე ტალღაზე მიმართული ტელევიზორებისა და რადიოს ხმაური არღვევდა. “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირებამ, მთელი ქალაქი მოიცვა – დამატებით დროში, “ბიანკონერის” კარში გატანილი […]
ლუჩიანო სპალეტი: “ხვიჩა კვარაცხელია ლაღი და ტოპ ფეხბურთელია “
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ “უდინეზეს” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო თემის, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “უდინე მნიშვნელოვანი ეტაპია თუ არა ჩემს კარიერაში? მე მყავს ბევრი ადამიანი, ვისთანაც ემოციურად ვარ მიჯაჭვული. ჩემს კარიერაში რამდენიმე წელი გავატარე ისეთ ადგილებში, როგორიცაა უდინე, რომი, ემპოლი და სანკტ-პეტერბურგი. […]
10 000 ქომაგი უდინეში და სტადიონის გავსება – როგორ ემზადება ნეაპოლი ჩემპიონობისთვის?
“ნაპოლის” 33-წლიანი პაუზის დასრულების და ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებისთვის იტალიის სერია A-ს დარჩენილ 6 ტურში ერთადერთი ქულის მოპოვება სჭირდება. შემდეგი ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს “უდინეზეს” წინააღმდეგ, სტუმრად ელოდება და სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, უდიდესია იმის ალბათობა, რომ “ნაპოლი” ჩემპიონი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდეს. იმის ფონზე, რომ “სალერნიტანასთან” საშინაო მატჩი “ნაპოლიმ” ვერ მოიგო და […]
ესპანური გამოცემა fichajes.net-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის შემდეგი სეზონისთვის ლონდონის “ჩელსის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. “ნეაპოლური კლუბის ქართველი ფეხბურთელი ის დიდი ვარსკვლავია, რომლის მოზიდვაც ტოდ ბოელის 600 მილიონიანი მარცხის შემდეგ სურს. “ჩელსი” ის გუნდია, რომელიც შეეცდება, რომ მიიყვანოს კვარაცხელია 2023/24 წლების სეზონის ლიდერობისთვის, როცა ევროპაში მათ თამაში არ […]
“კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია” – ატალანტას მცველი
“ატალანტას” ამომავალი ვარსკვლავი – ჯორჯო სკალვინი, tuttomercato-ს ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუში, 19 წლის ცენტრალურმა მცველმა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლი ატალანტას წინააღმდეგ | VIDEO ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრის დროს, სკალვინიმ ქართველი ვარსკვლავის მიერ “ატალანტას” კარში გატანილი ფენომენალური გოლი გაიხსენა. “ის ჩემს საპირისპირო ფლანგზე თამაშობდა. კვარაცხელია […]
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლისა” და “სალერნიტანას” დაპირისპირება შედგა. იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” მეტოქის დამარცხებას შეძლებდა, ჩემპიონის ტიტულს 6 ტურით ადღე გაინაღდებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მატჩისთვის სრულიად ნეაპოლი განსაკუთრებით ემზადებოდა და დიდსა თუ პატარას საჩემპიონო განცდა ჰქონდა. სამწუხაროდ “დიეგო მარადონაზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები ოლივერამ დააწინაურა, მაგრამ 84-ე წუთზე, დიამ “ნაპოლის” კარი […]