Corriere dello Sport: “კვარაცხელიამ შესაძლოა უდინეზეს წინააღმდეგ ითამაშოს”
იტალიური მედია “ნაპოლისა” და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ 21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-15 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ მისი თამაში რეალურია. გამოცემის ინფორმაციით, არის იმის შანსი, რომ კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყოს. ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 […]
Corriere dello sport: “ნაპოლის შედეგებში მთავარი გადამწყვეტი ფიგურა კვარაცხელიაა”
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა corriere dello sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და “ნაპოლის” ბოლოდროინდელ წარმატებაში მის წვლილს ახსენებს. “ირვინგ ლოსანოსა და მატიას ოლივეირას გოლების შემდეგ, ამ სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობიდან გატანილი გოლების ავტორების რაოდენობა უკვე 12-მდე გაიზარდა, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ის შედეგი, რომლის უკანაც პირველ რიგში […]
Corriere Dello Sport: “ჩემპიონატი მალე განახლდება, კვარა კი თავის მაგიას იბრუნებს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება. დიდ თამაშს ელიტარული საფეხბურთო ქვეყნებიდან განსაკუთრებით იტალიაში არიან მონატრებულნი, რომელთა ეროვნულ გუნდსაც კატარში გამართულ მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია და აპენინელები ახლა საკლუბო ტურნირების განახლებას განსაკუთრებით ელიან. Corriere Dello Sport სერია A-ს განახლებაზე აქტიურად საუბრობს და კლუბების მზადყოფნას განიხილავს, სადაც აქცენტს “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიაზე აკეთებს. […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლუჩიანო სპალეტი სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოზიციას დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება corrieredellosport.it-ი საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალი საწვრთნელი ბაზის პრეზენტაციას სპალეტი არ დაესწრება. “ეს არის თავსატეხი და უნდა დასრულდეს დაკარგული ნაწილებით: დღეს დილით კიდევ ერთი, შეიძლება დამთხვევა ან შეიძლება არც, მინიშნება […]
Daily Mail – ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ვარსკვლავია
კვარაცხელია აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რისთვისაც ნეაპოლმა შეიყვარა დიდებული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლი ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს უმტიტის წყალობით, “მილანს” საჩემპიონო ბრძოლაში ფეხი დაუცდა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად გამოწვეული პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლებული შემართებით დაბრუნდა. იტალიის ელიტურ საფეხბურთო ჩემპიონატში, გულშემატკივრებმა შოკისმომგვრელი და სრული სიგიჟის ამსახველი სცენები იხილეს. მე-18 ტურის ეგიდით გამართულ 10 შეხვედრაში 33 გოლი გავიდა, რის […]
eFootball-მა ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულება გააუმჯობესა
ბევრისთვის საყვარელ საფებხურთო სიმულატორში eFootball-ში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულება გაუმჯობესდა. თამაშის განახლების შემდეგ, “ნაპოლის” შემტევის სახე ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე. ასე გამოიყურებოდა ხვიჩას სახე თამაშის განახლებამდე: საინტერესოა, რომ ხვიჩას სათამაშო ნომერი და საფეხბურთო მონაცემები ორივე 77 არის.
Elfutbolero – კვარაცხელია პარიზში მესის ჩაანაცვლებს?!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, გავლენიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია. იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ამერიკული ტაბლოიდები, კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ და მისი მომავლის შესახებ სპეკულირებენ. Elfutbolero ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს. რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა! ,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს? […]
ESPN-მა ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალების ESPN-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “სერია A-ს საუკეთესო გუნდი აშკარად სავსეა “ნაპოლის” ფეხბურთელებით – გუნდში მათგან ხუთი მოთამაშე მოხვდა: ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯაე, სტანისლავ ლობოტკა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ხოლო ალექს მერეტს და ანდრე-ფრანკ […]
ESPN-ს კომენტატორის რეაქცია კვარაცხელიას გოლზე (ვიდეო)
ESPN: “კვარა ბრწყინვალეა – ისე მოძრაობს, როგორც ნეო მატრიცაში”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული სპორტული გამოცემის, ESPN-ის ინდოეთის გამოცემის ვერსიამ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ასე სათაურდება: “იშვიათი, ბრწყინვალე, ქაოსი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – შაბათ-კვირის მთავარი მომენტი”. “მიუხედავად უამრავი ღირსეული კანდიდატისა, ამ შაბათ-კვირას ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს “ატალანტას” წინააღმდეგ მოგებული მატჩიდან (2:0) ვირჩევთ, რომლის […]
EURO 2020 ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზეს გოლს გამოეხმაურა (ვიდეო)
EUROSPORT – ვინ არის ხვიჩა “კვარადონა” კვარაცხელია?
“ვინ არის ხვიჩა “კვარადონა” კვარაცხელია? “ნაპოლისა” და საქართველოს სუპერვარსკვლავი, რომელსაც დიეგო მარადონას ადარებენ” – გავლენიანი ევროპული მედია საშუალება EUROSPORT-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას, სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს. EUROSPORT-ზე განთავსებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ: მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” აღმოჩენად მოგვევლინა. ქართველი ვარსკვლავი “დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე” ამ ზაფხულს გადაბარგდა და გაიბრწყინა, როგორც სერია A-ს […]