რუბინი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს – მიეცი ხმა ხვიჩა კვარაცხელიას
ყაზანის ,,რუბინი” 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. პრეტენდენტებს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი – ხვიჩა კვარაცხელიაცაა. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. 20 წლის ფეხბურთელისთვის ხმის მიცემას ამ ლინკზე შეძლებთ. Настало время определить лучшего игрока нашей команды в сезоне 20/21 🔝 […]
ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას კითხვას უპასუხა (ვიდეო)
Youtube-ში, ერთ-ერთ არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა – ლუიშ ფიგუ, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების კითხვებს პასუხობს. “რუბინის” ქართველი შემტევი – ხვიჩა კვარაცხელია დაინტერესდა, როგორ გაუძლო ფიგუმ “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლის შემდეგ გულშემატკივრების შეტევას. ხვიჩა კვარაცხელია: “ლუიშ ფიგუ, ერთადერთი ფეხბურთელი ხარ, რომელიც “ბარსელონადან” “რეალში” გადავიდა. როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?” ლუიშ ფიგუ: “ჩემი აზრით, ზეწოლაზე […]
სლუცკი: “ხვიჩა შემდეგი ეტაპისთვის მზადაა, რატომ გავაჩეროთ მატარებელი?!”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი მზადაა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ. გარდა ამისა, სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილის ყაზანურ პერსპექტივებზეც გააკეთა კომენტარი. – რა იქნება საუკეთესო გამოსავალი კვარაცხელიასთვის ზაფხულში? – მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, ამას კლუბი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრია, რომ ის შემდეგი ეტაპისთვის მზადაა. ვფიქრობ, ხვიჩა […]
კვარაცხელია: ,,მატჩის წინ სლუცკიმ მითხრა, რომ გოლს გავიტანდი, მე კი ეს გავაკეთე”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ,,სოჭისთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,გუნდმა მოიგო და ემოციები დადებითია… კარგი გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის მშვენიერია. თამაშის დაწყებამდე სლუცკიმ მითხრა, რომ გავიტანდი, მე კი ეს გავაკეთე. გასახდელში კარგი ატმოსფეროა, ჩვენ ნამდვილი ოჯახივით ვართ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე, რომ ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნებოდი. არ ვიცი, რატომ ვიტან ამდენ გოლს… […]
ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კარიერული მომავლის და ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა. “ჯერ არ ვიცი რა იქნება მომავალში. ახლა ისევ “რუბინის” ფეხბურთელი ვარ. რა მოხდება შემდეგ, ეს ღმერთზეა დამოკიდებული. ჯერ ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება შემდეგ. ჩვენ ამას ვნახავთ. ვგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო და ყველაფერმა ხელი შემიწყო, გოლის გატანაც შევძელი. […]
კვარაცხელიას ტრავმა – ხვიჩამ ურალთან თამაში ვერ გააგრძელა
რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში “რუბინი” სტუმრად “ურალთან” თამაშობს. 40 წუთის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა. ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ, შეხვედრის 32-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი ფეხბურთელი გუნდის კონტრშეტევას იწყებდა, რა დროსაც მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. 20 წლის ვინგერმა მოედანი ექიმებისა და თანაგუნდელის დახმარებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმე […]
ფაბრიციო რომანო: “ის, ვინც ხვიჩას გაიფორმებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს”
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფაბრიციოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 20 წლის ქართველის შესახებ ჰკითხა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო. “3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩას”. ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ კლუბი, რომელიც კვარაცხელიას დაიმატებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს. მან […]
სლუცკი: “ქართველების თამაშებს ვუყურე, ხვიჩა უკვე ნაკრების ლიდერია”
ყაზანის “რუბინის” ოფიციალურ საიტთან საუბარში ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველების გამართულ სამივე მატჩს უყურა. გამოცდილმა სპეციალისტმა, რა თქმა უნდა, “ჯვაროსნების” 20 წლის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. “მაკაროვმა, სტარფელტმა და კვარაცხელიამ ბოლოს მოედანზე 90 წუთი გაატარეს. მაკაროვი უკვე გუნდთან ერთადაა, ხვიჩა კი ცოტა ხანში შემოგვიერთდება. ამიტომ, ჩვენი პირველი ამოცანაა, […]
თემურ ქეცბაია: “კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობას არ უნდა შეეშვას, დრო მოვა და რუბინიდან წავა”
საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის ორი ამოამავლი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. “ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს, რომ უკეთესი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაშობდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ გააკეთო, რაც გასაკეთებელია. უნდა გააგრძელონ შრომა და თამაში, ჯერ გუნდში გამოიჩინონ […]
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო. “ჯვაროსნებმა” სტოქჰოლმში, “ფრენდს არენაზე”, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მინიმალური სხვაობით – 0:1 წააგეს. შეხვდრის პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა და მათ შექმნაში მთავარი წვლილი, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. მეორე ნახევრის სტარტზევე, 20 წლის შემტევმა მოედანი დატოვა […]
რუბინის დირექტორი: “კვარაცხელიას არ ეძინა, ის 9 საათის ჩამოსული იყო”
რუბინის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა “სოჭისთან” მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. ის ყაზანში ცხრა საათის დაბრუნებული იყო. ის ძალიან დაღლილი იყო და ამიტომ ვერ შეძლო მთელი მატჩის თამაში. “სოჭისთან” თამაშის დაწყებამდე, მან გულწრფელად უთხრა სლუცკის, რომ ძალიან დაღლილი იყო. მას არ ეძინა, […]
კვარაცხელიამ რუსეთის თასზე ითამაშა
დღეს რუსეთის თასზე “რუბინი” შინ “როტორს” დაუპისპირდა და 2:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა სასტარტო 11-ეულში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კლუბები ლეგიონერებისგან იცლებიან, ქართველი ფეხბურთელები ქვეყანას მაინც არ ტოვებენ. აქვე გეტყვით, რომ “როტორის” სათადარიგო სკამზე ქართველები: ბექა ქავთარაძე და ილია ბერიშვილიც იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი 7-10 დღის განმავლობაში ფიფა მიიღებს […]