დღეს, სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ტორინოს” ესტუმრება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 30-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 26 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,ტორინო” […]