ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებთან დაკავშირებით კვლავ ბუნდოვანი მდგომარეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები მოლაპარაკებას დასკვნით ფაზაში აწარმოებდნენ, თუმცა “დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. “ყაზანის”რუბინის” მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა კი, თემასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვნის ნიშნები გააჩნია. თუ რატომ არის ეს ყოველივე დამაბნეველი, ქრონოლოგიურად მოგიყვებით. დინამო ბათუმის პოსტი სოციალურ ქსელში 23 მარტს, 17:25-ზე, დინამო ბათუმმა Facebook-ზე […]
20 მილიონი კვარაცხელიასთვის – ტურინის იუვენტუსი ქართველი ტალანტის შეძენას აპირებს
არაერთი იტალიური სპორტული მედია საშუალება ერთხმად იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება. იტალიური წყაროების ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ანდრეა პირლოს სრულ ნდობას უცხადებს და იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს, ახალგაზრდა სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას შემდეგ სეზონშიც შეინარჩუნებს. ამრიგად, პირლოს შტაბში უკვე ფიქრობენ ახალი სეზონისთვის გაძლიერებაზე […]
კვარაცხელია Golden Boy 2021-ის ნომინანტებს შორის მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy 2021-ის 100 ნომინანტს შორის მოხვდა. აღნიშნული პრიზი ყოველწლიურად საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ, იტალიური Tuttosport-ის ყურადღება მიიპყრო. ხვიჩასთვის ხმის მიცემა სწორედ Tuttosport-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. გასული წლის Golden Boy-ის გამარჯვებული “დორტმუნდის” ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი გახდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ კანდიდანტებს შორის კიდევ ერთი ქართველი, გიორგი წიტაიშვილიც […]
რუბინის თავდამსხმელი ხვიჩაზე – ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს”
ყაზანის ,,რუბინის” თავდამსხმელმა, ჯორჯე დესპოტოვიჩმა, სოციალურ ქსელში თანაგუნდელთან – ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, რომელზეც დააწერა: ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს.” გუშინ ,,რუბინმა” ამხანაგურ შეხვედრაში ,,სოჭი” 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა და თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 […]
რუსეთის ჩემპიონატს კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ტოვებს
მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს “ურალის” ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და […]
სფფ-მ დაადასტურა – კვარაცხელია და შენგელია კორონავირუსით დაინფიცირდნენ
სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია, მაკედონიასთან გასამართ, ისტორიულ მატჩს გამოტოვებენ. მიზეზი კი – COVID-19 არის. “საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა […]
აგენტი: “კვარაცხელიათი სევილია დაინტერესდა, კარგი რეკომენდაცია გავუწიე”
რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი შეძენით ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ინტერესდება. “ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია საქართველოში და ვფიქრობ, რუსეთშიც. “რუბინში” ვიყავი და ვიკითხე თუ როგორია ის ვარჯიშზე. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს ვარჯიში არ უყვარს, კვარაცხელია კი მათ რიგებში არ […]
კონსულტანცია მიმდინარეობს – კვარაცხელია დორტმუნდს სურს
ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით მორიგი გამორჩეული ევროპული კლუბი დაინტერესდა. რუსული მედიის თანახმად, 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება დორტმუნდის “ბორუსიას” სურს. Championat.com-ს ინფორმაცია გერმანული კლუბის ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა. “პირველად არ ხდება, რომ კლუბი აკვირდება, მაგრამ ამჯერად ვსაუბრობთ ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე. პირველ რიგში საჭიროა ავტორიზებული აგენტი, რომელიც ფეხბურთელის მხარეს წარმოადგენს, (ამჯერად ასეთი მამუკა ჯუღელია) ხოლო მეორე […]
რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას ზამთარში არ გაუშვებს
ყაზანის “რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის დატოვება მოახერხოს. „ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, ზამთარში ტრანსფერი არ იქნება“, – განუცხადა Match TV-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა. „საიმანოვმა ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ვინმე შესთავაზებს 20 მილიონ ევროს ტრანსფერზე, კლუბი გარიგებას გააკეთებს“, – წერს […]
მილანის და იუვენტუსის წარმომადგენლები თბილისში: კვარაცხელია იტალიურ გრანდებს დაუკავშირეს
იტალიური მედია ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს და ბუნდესლიგას წარმომადგენელ გრანდებს უკავშირებს. sempremilan.com-ის ინფორმაციით, “მილანი” ტურინის “იუვენტუსთან” და დორტმუნდის “ბორუსიასთან” ყაზანის “რუბინის” ქართველი შემტევის გადაბირებისთვის ბრძოლაში ჩართვას აპირებს. წყარო ასევე წერს, რომ 20 წლის ქართველზე დასაკვირვებლად, “იუვენტუსის” და “მილანის” სკაუტები, 28 მარტს, თბილისში ჩამოვლენ და “დინამო არენაზე” გასამართ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის […]
ყაზანის ,,რუბინის” სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ, განაცხადა, რომ გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა: ,,ჩვენი ფასი ხვიჩას სანაცვლოდ 30 მილიონი ევროა,” – იაროვინსკის სიტყვებს sports.ru ციტირებს. რუსული პრესის ცნობით, ,,რუბინს” კვარაცხელიას ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებით არაერთმა ევროპულმა გუნდმა მიმართა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 […]