დღეს, სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,რომას” უმასპინძლებს. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-21 შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 19 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 50 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]