ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”
21-ე საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, ზლატან ივბრაჰიმოვიჩმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა, 21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა მისი გაოცება მოახერხა. ვეტერანი შვედი ფორვარდი Gazzetta dello Sport-ს იტალიის სერია A-ში არსებულ მდგომარეობასა და “მილანსა” და “ნაპოლის” შორის არსებულ საჩემპიონო რბოლაზეც ესაუბრა. “ცხადია, რომ ამჟამად ჩვენ მეორე ადგილზე […]
ჯანფრანკო ძოლა: ” ხარისხი, ტექნიკა და ინტელექტი – კვარაცხელიამ გამაოცა”
“ნაპოლის”, “პარმას”, ლონდონის “ჩელსისა” და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ტექნიკურ და ტაქტიკური სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას ძალიან დიდი საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია. “კვარაცხელიამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის არის სიურპრიზი და უპირველეს ყოვლისა, მან გამაოცა იმ […]
“კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი არ არის” – იტალიელი ვეტერანი ქართველის შესახებ საუბრობს
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, როსარიო რიველინომ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნეაპოლური ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთი ადგილობრივი ქომაგის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ 21 წლის ქართველი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. “ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია ტექნიკური თვალსაზრისით “ნაპოლის” შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელია. მას არავინ ჰგავს, ვულოცავ კრისტიანო ჯიუნტოლის და […]
ხვიჩა კვარაცხელია ანტალიასპორთან შეხვედრაში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, 21:45 საათზე, ,,ნაპოლი” ,,ანტალიასპორის” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Live.ge-ს იუთუბ-არხზე იხილავთ. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველ მატჩს ჩაატარებს. ,,ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მერეტი – ძანოლი, დი ლორენცო, ესტიგორი, მარიო რუი, ელმასი, ლობოტკა, რასპადორი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
კარლო ანჩელოტის ვაჟი: “ხვიჩას თამაშის ყურება სასიამოვნოა, მას ყველაფერი აქვს”
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟი და ამავე დროს, მისი ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი იტალიურ მედიას ესაუბრა და სხვადასხვა თემებთან ერთად, “ნაპოლის” ამჟამინდელ მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი. მათ შორის, საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “ნაპოლის” ახალი შენაძენები? კვარაცხელია მართლაც მხიარული ფეხბურთელია, ყველა მასზე ლაპარაკობს. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, რადგან […]
ამხანაგური მატჩები – კვარაცხელიას გუნდი მუნდიალის დროს 2 შეხვედრას გამართავს
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის გათამაშების ლიდერი გუნდი ანტალიაში 1 დეკემბერს ჩავა და იქ სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ პერიოდს გაივლის. 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავთან ერთად საწვრთნელ პერიოდში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც მუნდიალზე არ იმყოფებიან. მოსამზადებელი პერიოდის […]
კრისტიან ძაკარდო: “მალე საქართველოდან კიდევ ერთ სახელს და გვარს გაიგებთ”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლაში მონაწილეობას იღებდა, კიდევ ერთი ქართველის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. tuttomercato-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვარას ტრანსფერის შემდეგ ვნახავთ თუ არა სხვა ქართველ ფეხბურთელს იტალიაში, 40 წლის იტალიელმა ასეთი პასუხი გასცა: “დიახ. ჩვენ 2003 წელს დაბადებული ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელი მოგვწონს. ჯერჯერობით […]
ბადრი კვარაცხელია: “ხვიჩა უკვე მშვიდადაა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს”
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მისმა მამამ, ბადრი კვარაცხელიამ იტალიურ მედია-საშუალება Il Mattino-სთან ისაუბრა. “ყველაზე ბედნიერი მამა ვარ მთელ საქართველოში. ხვიჩას შესახებ ახლა მთელს მსოფლიოში საუბრობენ. დღეს ხვიჩა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პიროვნება მთელს საქართველოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ახლა საქართველოში ყველა “ნაპოლის” გულშემატკივრობს და ყველამ ზეპირად იცის ნეაპოლური გუნდის მატჩების კალენდარი. საქართველოში […]
ჯუნტოლი: ,,ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მასთან კონტრაქტი კიდევ 4 წელია ძალაში”
,,ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა: ,,კონტრაქტის შესახებ კვარაცხელიას აგენტს დაველაპარაკებით. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მასთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ 4 წელია ძალაში. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,” – განაცხადა ჯუნტოლიმ. კვარაცხელიამ ზურგის ტკივილის გამო, იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი (ატალანტას, ემპოლისა და უდინეზეს წინააღმდეგ) გამოტოვა. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე […]
„ხვიჩას თამაშის ყურება საოცარი შეგრძნებაა, არაჩვეულებრივი ბიჭია” – შოთა არველაძე
გუშინ, რომში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე”, დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ შოთა არველაძეც მიიღო. სხვათაშორის, 49 წლის არველაძემ აღნიშნულ მატჩში ორი გოლითაც გამოიჩინა თავი. მატჩის შემდგომ, შოთიმ calcionapoli24-თან ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა: “ის გასაოცარი და ფენომენალური მოთამაშეა, მისით ძალიან ვამაყობ. ის ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია. ამ ბიჭს უყვარს რასაც აკეთებს. […]
კვარაცხელია: ,,სპალეტი ძალიან მაგარი ადამიანია, სულ მეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვაკეთო”
სერია A-ს იუთუბ-არხმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, ინტერვიუ გამოაქვეყნა. ,,როდესაც ის გასულ ზაფხულს ,,ნაპოლიში” ჩავიდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა?! მაგრამ, მისი არაპროგნოზირებადი შეტევებით, მარცხენა გარემარბი სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი გახდა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მცველებს, თავისი ჰიპნოტური დრიბლინგით ტრანსში აგდებს.” ,,რთულია […]
სპალეტიმ დაადასტურა, რომ კვარაცხელია ვერც უდინეზესთან ითამაშებს
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,უდინეზესთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ შეხვედრასაც გამოტოვებს: ,,კვარაცხელია უდინეზესთან მატჩში ვერ ითამაშებს. გვინდა, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მაგრამ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ ითამაშებს, უმაღლესი დონისაა – ,,ნაპოლის” დონის,”- განაცხადა სპალეტიმ. კვარაცხელიამ ზურგის ტკივილის გამო იტალიის ჩემპიონატის ორი მატჩი (ატალანტასა და ემპოლის წინააღმდეგ) […]