ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევრო გახდა!
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 60 მილიონ ევროს შეადგენს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სატრანსფერო და სტატისტიკური პლატფორმის, Transfermarkt-ის განახლებული ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ღირებულება უკვე 6 ათეულ მილიონს ითვლის. ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე […]
კვარაცხელია და ნაპოლი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს თურქეთში მოემზადებიან
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში მოემზადება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე მონაწილეობას არ იღებენ, 10 დღის განმავლობაში დასვენებას და თავისუფალ პერიოდს მიიღებენ, ხოლო შემდეგ კლუბში დაბრუნდებიან და სეზონის მეორე ნახევრისთვის მოემზადებიან. გარდა სავარჯიშო პროცესისა, “აძური” ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს, რომლის […]
“ის ჩემპიონატში აქამდე არაჩვეულებრივად ასპარეზობდა” – ელმასი კვარაცხელიაზე
Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას ელიფ ელმასმა “ნაპოლიზე” და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „ჩვენ საოცარი რამ შევძელით. ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ჩვენი ფეხბურთიც ძალიან ლამაზია. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ. 23 წლის ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს. საუბრის ძირითადი ნაწილი ქართველი შემტევის ჯანმრთელობას ეხებოდა. „ის მკურნალობს და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელი […]
UEFA | ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილს იკავებს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 29 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და ისეთ სახელოვან ვარსკვლავებს უსწრებს, როგორიცაა: ნეიმარი და იანიკ კარასკო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე […]
“ხვიჩა კვარაცხელია” – ქობულეთელი ბავშვების მოტივაცია მატჩის წინ | VIDEO
ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ბომბორას ოფიციალური გვერდი საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. ქობულეთში მდებარე ბავშვთა აკადემიის 10-წლამდე ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის წინ, გასახდელში მყოფი ბავშვები საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიმღერითა და შეძახილებით ემზადებიან.
ტესტი ვარჯიშზე – რა შემთხვევაში ითამაშებს კვარაცხელია უდინეზეს წინააღმდეგ?
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ანახლებს. Corriere dello Sport-ის 10 ნოემბრის გამოცემის ვერსიით, მოახერხებს თუ არა 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე სერია A-ს მე-15 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ დაბრუნებას, მატჩისწინა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე იქნება დამოკიდებული. გამოცემის ვერსიით, საქმე ისაა, რომ თუ 10 ნოემბერს გასამართ ვარჯიშზე, ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას სრულად მიიღებს […]
Corriere dello Sport: “კვარაცხელიამ შესაძლოა უდინეზეს წინააღმდეგ ითამაშოს”
იტალიური მედია “ნაპოლისა” და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ 21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-15 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ მისი თამაში რეალურია. გამოცემის ინფორმაციით, არის იმის შანსი, რომ კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყოს. ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 […]
კაკა: “კვარაცხელია სიურპრიზია, სამწუხაროა, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებს”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. 2007 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, 21 წლის ქართველის შესანიშნავ მონაცემებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ ყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. “ეს ბიჭი ძალიან კარგია. ის სასიამოვნო სიურპრიზია. ფანტაზია, […]
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში საცხოვრებელს იცვლის
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში საცხოვრებელს იცვლის. 21 წლის ქართველმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ინციდენტი შეემთხვა და ავტომობილი მოპარეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, ‘ნაპოლის” 77-ე ნომერი ნეაპოლის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებლად გადადის და მისმა ოჯახმა აღნიშნულთან დაკავშირებით ზომების მიღება უკვე დაიწყო. აქამდე, მსოფლიო ფეხბურთის […]
იტალიური მედია: კვარაცხელიას თამაში ახალ წლამდე საეჭვოა
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ვარაუდობს, რომ ის 2022 წელს ნეაპოლელთა “შემადგენლობაში” ვერ ითამაშებს. “ნაპოლის” “ემპოლის” წინააღმდეგ მარტივი მატჩი არ ექნება. განაცხადში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს და რომელიც გარდა დღევანდელი მატჩისა, დიდი ალბათობით “უდინეზესთანაც” ვერ ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ […]
ჩემპიონთა ლიგა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საუკეთესო 16 გუნდი შემდეგ წყვილებში გადანაწილდნენ: “ლაიფციგი” – “მანჩესტერ სიტი” “ბრიუგე” – “ბენფიკა” “ლივერპული” – მადრიდის “რეალი” “მილანი” – “ტოტენჰემი” ფრანკფურტის “აინტრახტი” – “ნაპოლი” დორტმუნდის “ბორუსია” – ლონდონის “ჩელსი” მილანის “ინტერი” – “პორტო” “პსჟ” – მიუნხენის “ბაიერნი” მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები შეხვედრები […]
ხვიჩა კვარაცხელია ემპოლისთან მატჩს გამოტოვებს
,,ნაპოლის” ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ,,ემპოლისთან” სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს, რის გამოც 5 ივლისს, “ატალანტასთან” გასვლითი მატჩის გამოტოვებაც მოუწია. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 4 მოპოვებული პენალტია. სერია A-ს 13 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის […]