433 – კვარას ყველა მცველი ასე უყურებს
“ნაპოლის” ახალწვეული – ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. კვარაცხელიამ შეძლო და პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება მის შესახებ აალაპარაკა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის სერია A-ს ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარაცხელიამ გაიბწრყინა და არაერთი სახელოვანი მეტოქე დაჩრდილა. ხვიჩა კვარაცხელიას უკანასკნელი მსხვერპლი შეიძლება ითქვას, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი აღმოჩნდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – კვარამ ინგლისის საუკეთესო განაპირა […]
სპალეტი: ,,მოგება კვარაცხელიას გარეშეც შეგვიძლია”
,,ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, ,,ატალანტასთან” მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ჰკითხეს: ,,თუ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული, მაშინ მოედანზე რას ვაკეთებ? კვარას გარეშეც შეგვიძლია მოგება, ამ ამბების მოსმენა გასახდელში არავის სიამოვნებს… დღეს კვარაცხელია არ გვყავდა, ისევე როგორც რამდენიმე ტურის წინ ოსიმენი ვერ გვეხმარებოდა. ხვიჩას ზურგის ტკივილი აწუხებს. ,,ლივერპულთან” თამაშის შემდეგ ვაკვირდებოდით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, […]
ხვიჩა კვარაცხელია ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს
,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ,,ატალანტასთან” სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ნეაპოლური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველ ფეხბურთელს ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს, რის გამოც შაბათს ბერგამოელებთან გასვლით მატჩს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. სერია A-ს 12 ტურის […]
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერებს შორისაა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება. UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე შევხვდებით სტატისტიკას, სადაც ხვიჩა სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, რაც მესამე საუკეთესო შედეგია. “კვარადონაზე” უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ ვინისიუსსა და რობერტ ლევანდოვსკის აქვთ. პოლონელმა და ბრაზილიელმა შემტევებმა 25-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარისკენ. აღსანიშნავია, რომ […]
პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა იპოვა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, პოლიციამ ტრენტოლა-დუჩენტაში, პატარა ქუჩაზე გაჩერებული იპოვა. მანქანის მოსაძებნად სამართალდამცველებს 24 საათზე ნაკლები დასჭირდათ. იტალიური მედიის ცნობით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია. ხვიჩას სახლში მძარცველები გუშინ შეიჭრნენ და ფეხბურთელის მანქანა გაიტაცეს. დანაშაულის დროს კვარაცხელია სახლში იყო და ეძინა, ამიტომ არაფერი შეუმჩნევია.
,,კვარაცხელია და სხვები – საქართველოს ნიჭით სავსე თაობა Z ჰყავს” – იტალიური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე
იტალიურმა ვებგვერდმა, Cronache di Spogliatoio-მ, ქართველ ტალანტებს ბლოგი მიუძღვნა: ,,თბილისის ცა განათებულია, მაგრამ კვარაცხელია ერთადერთი ვარსკვლავი არ არის. ,,კვარადონაზე” უკვე ყველაფერია ცნობილი, ეს უკვე სიახლე აღარაა. კვარა გოლებს იტანს და სიამოვნებას იღებს იქ, სადაც მარადონა ღმერთია და ბავშვები მხოლოდ მის მაისურებს ყიდულობენ.” როგორც გამოცემა წერს, ხვიჩამ ქართული ფეხბურთის მიმართ ყურადღება გაზარდა. ახლა სკაუტებს აინტერესებთ, როგორ […]
ESPN-მა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 აღმოჩენა დაასახელა და სიმბოლური გუნდი შეადგინა: ,,ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელიც კარიერას განსაზღვრავს. ევროპის უდიდეს საკლუბო სცენაზე რამდენიმე კარგ თამაშს ფეხბურთელის რეპუტაციის ცვლილება, ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოწინააღმდეგე გუნდების სკაუტების მოზიდვა შეუძლია,” – წერს გამოცემა. რჩეულთა შორის, რა თქმა უნდა, ,,ნაპოლის” ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის ანგარიშზეც ლიგის […]
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს – მოპარულია მანქანა
ცნობილი იტალიური გამოცემის “Corriere dello Sport”-ის ინფორმაციით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა “მინი კუპერ ქანთრიმენი” მოიპარეს. აღნიშნული ინფორმაციით, ძარცვის დროს ხვიჩა კვარაცხელია სახლში იმყოფებოდა, თუმცა მან ვერაფერი შეამჩნია. ქართველმა ფეხბურთელმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა და დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშზეც წავიდა. პოლიციამ ამ ფაქტის შესახებ გამოძება უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი […]
რეალის, სიტისა და ჩელსის სკაუტები კვარაცხელიას აკვირდებიან
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება. CNN: “ისინი კვარაში მარადონას ხედავენ” “კვარაცხელია სხვა დონის ფეხბუთელია” – ინგლისელი ფანები კვარას შესახებ! 100 მილიონი კვარას სანაცვლოდ – აგენტი სუპერ ტრანსფერს წინასწარმეტყველებს! იტალიის სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარა ფენომენალურად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ […]
100 მილიონი კვარას სანაცვლოდ – აგენტი სუპერ ტრანსფერს წინასწარმეტყველებს!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. იტალიის სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ, კვარაცხელია ისეთ გრანდებს დაუკავშირეს, როგორიცაა: “მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ-ჟერმენი”. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ლივერპულთან | VIDEO “კვარა კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ფეხბურთელი” – იურგენ კლოპი “კვარაცხელია სხვა დონის ფეხბუთელია” […]
“კვარაცხელია სხვა დონის ფეხბუთელია” – ინგლისელი ფანები კვარას შესახებ!
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ლივერპულთან | VIDEO “კვარა კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ფეხბურთელი” – იურგენ კლოპი “აშკარად მხარზე შეეხო და ეს პენალტია” – მსაჯი კვარას ეპიზოდზე მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელებმა A-ჯგუფი […]
“კვარა კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ფეხბურთელი” – იურგენ კლოპი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ლივერპულთან | VIDEO რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა! CNN: “ისინი კვარაში მარადონას ხედავენ” მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელებმა A-ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს და ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობენ. […]