საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,კვარაცხელიასთვის სერია A-ს სადებიუტო სეზონიც განსაცვიფრებელი იყო. ის, 1990 წლის შემდეგ პირველად, ,,ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ,,კვარადონა” შეარქვეს,” – წერია uefa.com-ზე. […]