დღეს, სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ბოლონიას” უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-13 შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია. 9 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. 📃 […]