რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ინტერს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. დღევანდელ მატჩში 83 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც Whoscored-ისგან 7,8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ გოლის ავტორებს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ზამბო ანგისას ჩამორჩა. ხვიჩა ,,ინტერის” წინააღმდეგ ბურთს სულ 92-ჯერ შეეხო, 67-დან 62 სწორი გადაცემა გააკეთა (93%) და კარში ორჯერ დაარტყა. ვებგვერდმა, Sofascore-მა […]
ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ხვალ ,,ინტერთან” შეხვედრაში ითამაშებს. ინფორმაციას ,,ნაპოლის” ვებგვერდი ავრცელებს. კვარამ გუშინდელი ვარჯიში მსუბუქი ტრავმის გამო გამოტოვა და სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. სწორედ ამ მიზეზით იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ქართველ ფეხბურთელს მომავალი მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა. სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,ინტერს” უმასპინძლებს, შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზეა ჩანიშნული. […]
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ტრავმის გამო ვერ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ დიდი ალბათობით, 22 წლის ქართველი შემტევი შემდეგ მატჩს გამოტოვებს. შემდეგი შეხვედრა “ნაპოლიმ” 21 მაისს, საშინაო კედლებში, იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის ეგიდით უნდა ჩაატაროს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასულ მილანის “ინტერს” […]
France Football: “კვარაცხელიას ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს”
ცნობილი ფრანგული გამოცემა France Football-ი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის, ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჟურნალის მაისის ნომერში წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველ ვარსკვლავს სწორედ ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრის შესაძლებლობა ექნება. “შესაძლებელია, ხვიჩა წელს ნომინანტებს შორის იყოს. შესაძლოა, ცხრილის სათავეში არ იყოს, რადგან იტალიაში მისი პირველი […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლუჩიანო სპალეტი სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოზიციას დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება corrieredellosport.it-ი საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალი საწვრთნელი ბაზის პრეზენტაციას სპალეტი არ დაესწრება. “ეს არის თავსატეხი და უნდა დასრულდეს დაკარგული ნაწილებით: დღეს დილით კიდევ ერთი, შეიძლება დამთხვევა ან შეიძლება არც, მინიშნება […]
La gazzeta dello sport: “ნაპოლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით კოკა-კოლასთან მოლაპარაკებას აწარმოებს”
იტალიური გამოცემა La gazzeta dello sport-ი საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მარკეტინგული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით სიახლეს ავრცელებს. საქმე ისაა, რომ უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლას” თანამშრომლობით პოპულარულ სასმელზე ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების გამოსახულება დაიბეჭდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მარკეტინგულ კამპანიას “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას უფლებების გამოყენების გამო ეწინააღმდეგებოდა, ახლა […]
“კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენისთვის იდეალური შენაძენი იქნება” – ESPN
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ევროპული ფეხბურთის წამყვანი კლუბები არაერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან. სატრანსფერო ციებ-ცხელების დაწყებამდე, მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას შესაძლო ტრანსფერები და ვარსკვლავებში გადახდილი კოლოსალური თანხები წარმოადგენს. ავტორიტეტული მედია საშუალება ESPN-ი იმ ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, რომლებიც გრანდებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ESPN-ის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. […]
იტალიური მედია: “ჩელსის კვარაცხელია და ლობოტკა სურს”
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” “ნაპოლის” ლიდერების, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და სლოვაკი სტანისლავ ლობოტკას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს და წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. “ჩელსის” გაჩაღებული სატრანსფერო საქმიანობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვარაცხელიასა და ლობოტკაზე იქნება. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. კვარაცხელია ნეაპოლში რჩება, მას […]
კვარაცხელია სერია A-ს სეზონის გუნდის ნომინანტებს შორის დასახელდა
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად, 45 ფეხბურთელი იბრძვის. სერია A-მ 45 ნომინანტი დაასახელა, რომელთაგანაც ფანებმა საუკეთესო 11 უნდა დაასახელონ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ნომინანტთა შორის “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვარაცხელია არა მხოლოდ სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად, არამედ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაშიც შეიძლება ჩაერთოს. […]
ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, “ნაპოლის” ლიდერების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდს არ დატოვებს, რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მათი მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. “სპალეტისა და დე ლაურენტისის შეხვედრა? ჩემი აზრით, მათ ისაუბრეს არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წლევანდელზე და იმაზე, რაც მწვრთნელს არ მოეწონა. დე ლაურენტისი მას […]
ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის ლიცენზიაც მოიპოვა! ძიუდოისტების ისტორიულ წარმატებას, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, კვარამ ქართველ ძიუდოისტებს წარმატება მიულოცა.
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მონცასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში გაჩემპიონებულმა “ნაპოლიმ” სტუმრად “მონცასთან” ითამაშა და (0:2) დამარცხდა. მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” ჩემპიონობა გაიფორმა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ლიდერებს დასვენების შესაძლებლობა მისცა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, გამონაკლისი არც ხსენებული მატჩი იყო და ქართველი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იყო. თუმცა, მეორე ნახევარი ნეაპოლურმა კლუბმა 22 წლის ქართველ ვარსკვლავთან ერთად […]