შესაძლოა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
“არსენალის” ყოფილი გარემარბის პერი გროვსის თქმით, ყატარში გასამართ მუნდიალზე ალექსანდერ-არნოლდი ვერ ითამაშებს. ინგლისელი მცველი “ლივერპულთან” ერთად ცუდ სეზონს ატარებს. მერსისაიდელები ბოლო შეხვედრაში “მეთოფეების” წინააღმდეგ დამარცხდნენ და პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილს იკავებენ. ლონდონელებმა გოლის გატანა პირველივე შეტევიდან შეძლეს და ეს სწორედ ტრენტის ფლანგიდან მოხდა. ალექსანდერ-არნოლდი მეორე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს. მატჩის შემდეგ ინტერვიუში იურგენ კლოპმა გაამხილა, […]
საკუთარ ტრანსფერზე ფსონის განთავსების გამო ტრიპიერი ფეხბურთს 2 თვით ჩამოშორდა
ინგლისის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა კიერან ტრიპიერმა 10 კვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 70 000 ევროთი დაჯარიმდა. მიზეზი ფსონების განთავსებაში მონაწილეობის მიღებაა. 30 წლის მარჯვენა მცველმა გასულ ზაფხულს, “ტოტენჰემიდან” მადრიდულ კლუბში გადასვლის დროს საკუთარ ტრანსფერზე გარკვეული თანხა დადო. ტრიპიერი ფეხბურთს 28 თებერვლამდე ვერ ითამაშებს და შესაბამისად, ის გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას “ჩელსისთან”.
ფეხბურთელები, რომელთა გაშვებაც პრემიერ ლიგის გუნდებმა ინანეს
საფეხბურთო სამყაროს ბევრი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ფეხბურთელმა ერთ-ერთ გუნდში კარიერა ვერ აიწყო, კლუბის გამოცვლის შემდეგ კი საგრძნობლად მოუმატა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გამხდარა. ბრიტანულმა მედიამ პრემიერლიგის ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომელთა არასარფიანად გაყიდვას ინგლისური გუნდები ნამდვილად ინანებდნენ. “არსენალი” – სერჟ გნაბრი გნაბრიმ 2016 წელს, “მეთოფეების” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ, “ვერდერს” მიაშურა, სადაც პირველივე სეზონში […]
ტრიპიერი: “დიეგო კოშტა დღეში ათჯერ უეინ რუნის მეძახის”
მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეული კიერან ტრიპიერი ახალ გუნდში ადაპტაციის პროცესის შესახებ საუბრობს. ინგლისელი განაპირა მცველი ამბობს, რომ “ტოტენჰემიდან” წასვლის შემდეგ, ყველაზე მეტად დიეგო კოშტას დაუახლოვდა. “ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს გასაოცარი ხალხით. დიეგო კოშტა ყველაზე მეტად მეხმარება, ის დღეში ათჯერ მეძახის უეინ რუნის, რაც ძალიან გვახალისებს. დიეგო ძალიან მომწონს, ის სულ ხუმრობს. მისი თამაში პრემიერლიგაშიც კარგად მახსოვს, […]
ატლეტიკო ტოტენჰემის ორი ფეხბურთელით დაინტერესდა
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემის” ფეხბურთელების, კიერან ტრიპიერისა და კრისტიან ერიქსენის შეძენა “ატლეტიკოს” სურს. Mirror-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მადრიდული კლუბი ინგლისელი მარჯვენა მცველის, ტრიპიერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის. აღნიშნულ პოზიციაზე “ატლეტიკო” ესპანელმა მცველმა, ხუანფრანმა დატოვა, რომელსაც გასული სეზონის შემდეგ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. რაც შეეხება ერიქსენს, დანიელი ფეხბურთელის შეძენით “ატლეტიკოს” გარდა, მადრიდის “რეალიცაა” […]