ბრაზილიელმა მცველმა ყოფილ მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. მარსელოს თქმით, მისთვის ზინედინ ზიდანი უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო, რომლის გამოც იგი ყველაფრის გააკეთებდა. ზიდანთან ერთად ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა ზედიზედ 3-ჯერ შეძლო. 3-წლიანი ტრიუმფის შემდეგ, ზიდანმა კლუბი მოულოდნელად დატოვა. მისი წარმატებით ჩანაცვლება ხულენ ლოპეტეგიმ ვერ შეძლო – წარუმატებელი შედეგების გამო ესპანელი სპეციალისტი მალევე გაათავისუფლეს და […]