“ბაიერნს აგრესიულად უნდა შევუტიოთ და დისკომფორტი ვაგრძნობინოთ” – მბაპე
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი დაბრუნდა – ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით, 0:1 დასრულდა. პარიზულ გრანდს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, რომლის რეალიზებაც ვერ შეძლო – კილიან მბაპეს კი თამაშგარე მდგომარეობის გამო 2 გოლი არ ჩაუთვალეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში მბაპემ მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება […]
“ზიდანი საფრანგეთია, ის სათანადოდ უნდა დავაფასოთ” – მბაპე
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი – კილიან მბაპე, ფრანგი ლეგენდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კილიან მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზინედინ ზიდანს სათანადო პატივს არ სცემენ. მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუკავშირეს და დეშამის შემცვლელად დაასახელეს, თუმცა დეშამმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. მოგვიანებით […]
“ის ენცოს ძალიან ცუდად მოექცა” – რომერომ ახსნა თუ რატომ აღნიშნა გამარჯვების გოლი მბაპეს წინ
არგენტინის ნაკრების მცველმა კრისტიან რომერომ გაამხილა მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი კილიან მბაპეს წინ აღნიშნა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არგენტინა პირველი ნახევრის შემდეგ, კომფორტული ორბურთიანი სხვაობით იგებდა შეხვედრას, თუმცა, მატჩის მიწურულს საქმეში კილიან მბაპე ჩაერთო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, “რეალმა” მადრიდის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება, ფანებთან ერთად აღნიშნა. ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების მიუხედავად, “ბლანკოსის” გულშემატკივრებს, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა არ დავიწყებიათ. მადრიდელები მბაპეს საქციელს ღალატად თვლიან და მისი მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ. გამონაკლისი არც საჩემპიონო […]
“ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი” – ნეიმარი ყოფილ კლუბთან გამარჯვებას გამოეხმაურა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ყოფილი კლუბის, “ბარსელონას” დამარცხების შემდეგ, “პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა ემოციები ვერ დამალა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობოით გაამხნევა. “ეს რა შესანიშნავი გუნდური თამაში იყო. ყველამ დიდებულად იმუშავა. ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი, პარედესი კი ურჩხულია“, – დაწერა 29 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში. ნეიმარს არც ყოფილი თანაგუნდელები […]
“წელს ის საუკეთესოა” – მბაპემ ფავორიტი დაასახელა
კილიან მბაპე ოქროს ბურთისათვის მებრძოლ საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორისაა თუმცა ფრანგი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ტიტული ლეო მესის ეკუთვნის. “ინდივიდუალური თვალსაზრისით წელს ის (მესი) საუკეთესოა. ზოგჯერ მეშინია და ვნერვიულობ. როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრებში მარცხდები ეჭვები გიპყრობს და ფიქრობ არის თუ არა ეს დასასრული? თუმცა ფეხბურთი იმითაა საუკეთესო, რომ მსგავს დეტალებზე ფიქრისათვის დიდი დრო არ გაქვს”, […]
#10yearschallenge – ცნობილი სპორტსმენები 10 წლის წინ და დღეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კამპანიას, #10yearschallenge Live.ge უერთდება. გთავაზობთ ცნობილ სპორტსმენებს 10 წლის წინ და დღეს.
‘ოპერაცია მბაპე’ – მადრიდის რეალი სამ ფეხბურთელს შეელევა
ესპანური მედია იუწყება, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება. საამისოდ, “სამეფო კლუბს” ფინანსების მობილიზება დასჭირდება, რისთვისაც AS-ის ინფორმაციით, სამი ფეხბურთელის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. “ოპერაცია მბაპეს” განსახორციელებლად, ზინედინ ზიდანის გუნდი გარეთ ბეილთან, მარსელოსთან და ლუკა იოვიჩთან განშორებას აპირებს. შედეგად, მადრიდელები თავს 135 მილიონ ევროს მოუყრიან. ესპანური მედია იტყობინება, წამსვლელთა სიაში […]
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე მისი გუნდის 2023-2024 წლების სეზონის ბილეთების სარეკლამო კამპანიას გამოეხმაურა. პარიზული კლუბის მიერ გავრცელებული ვიდეო თითქმის მთლიანად კილიანზე იყო ფოკუსირებული, რაც, როგორც ჩანს, ფეხბურთელს არ მოეწონა: ,,ვიდეოში მონაწილეობა მივიღე, თუმცა ინტერვიუს შინაარსის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ეს უფრო ჩვეულებრივ საუვარს ჰგავდა, ვიდრე მარკეტინგულ რეკლამას. სწორედ ამიტომ ვიბრძვი ინდივიდუალური იმიჯის უფლებებისთვის. […]
10 ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა თავდამსხმელი
ძვირადღირებული ახალგაზრდა თავდამსხმელების ათეულს კილიან მბაპე უდგას სათავეში – 21 წლის ფრანგი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ფუნტს შეადგენს. “პსჟ”-ს რიგებში გატარებული ფენომენალური სეზონების პარალელურად, მბაპემ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. არაერთი გავლენიანი მედია საშუალება კილიან მბაპეს მადრიდის “რეალს” უკავშირებს. ფრანგი სუპერვარსკვლავი ათეულში დამაჯერებლად ლიდერობს – მეორე ადგილზე მყოფი ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო […]
11 VS X – ფეხბურთი – ვარსკვლავის გარეშე | betlive.com-ის უნიკალური პოზიციები EURO 2020-ზე
11 ივნისს, ფეხბურთის მოყვარულებისათვის განსაკუთრებული სანახაობა დაიწყო – “Euro 2020”, რომელშიც ევროპის 24 უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით betlive.com-ზე მრავალმხრივ პოზიციებთან ერთად, საშუალება გექნებათ ფსონი განათავსოთ უნიკალურ პოზიციებზე, რომლებიც მოგების დამატებით შესაძლებლობას გაძლევთ. 11 VS X – ფეხბურთი – ვარსკვლავის გარეშე | betlive.com-ის უნიკალური პოზიციები EURO 2020-ზე betlive.com-ი მომხმარებლებს ფსონის უნიკალურ პოზიციებზე განთავსების […]
11 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 10/10 შეფასება დაიმსახურა
თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” წინააღმდეგ ბენეფისი ჰქონდა – ახალგაზრდა ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ თავის გუნდს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. 22 წლის თავდამსხმელის დიდებული თამაში რეიტინგულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 9 ქულით შეაფასა, რაც არც ისე ხშირია, თუმცა კიდევ უფრო იშვიათია სრულფასოვანი […]