კილიამ მბაპემ გოლი 8 წლის გოგონას მიუძღვნა | VIDEO
RMC Sports-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში “ბრესტის” წინააღმდეგ (2:0) გატანილი გოლი ახალგაზრდა გულშემატკივარს მიუძღვნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს. 8 წლის კამილამ, რომელსაც ე.წ VACTERL-ის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მბაპეს ახალი წელი მიულოცა და სთხოვა “პსჟ-დან” არ წასულიყო. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში მისი პოსტის ქვეშ, ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი […]
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?! – TOP 20 კანდიდატი
2021/2022 წლების სეზონიდან მოყოლებული, ოქროს ბურთის ჯილდო, ფეხბურთელებს გადაეცემათ სტანდარტული ევროპული სეზონის მიხედვით და არა კალენდარული წლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელები ოქროს ბურთს მიიღებენ საკუთარი ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის მიხედვით. ოქროს ბურთის დაჯილდოვება 2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. “Goal”-მა, დაასახელა მიმდინარე სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები იქნებიან. […]
უოკერი: ,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედია, გამოცდილება დამეხმარება”
ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, კაილ უოკერმა, საფრანგეთთან მატჩის წინ, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედი მაქვს, გამოცდილება დამეხმარება. კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, ასე რომ, რთული ამოცანა იქნება. თუმცა, როგორც პროფესიონალს, საუკეთესოების წინააღმდეგ მსურს თამაში, ის კი სწორედ ასეთია. დიახ, რთული მატჩი გველის, მაგრამ გუნდი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ იქნება. […]
ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა?!
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ხმის მიცემის პროცედურაში საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებდნენ მონაწილეობას. ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების […]
თუ მბაპე პსჟ-ს ზაფხულში არ დატოვებს, გუნდისგან ბონუსის სახით 90 მილიონ ევროს მიიღებს
იმ შემთხვევაში თუ კილიან მბაპე ზაფხულში ,,პარი სენ ჟერმენიდან” არ წავა, გუნდისგან ბონუსის სახით 90 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ფეხბურთელი ,,პსჟ-ს” სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, მას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ კლუბმა სეზონის დაწყების წინ, კუთვნილი ბონუსი არ გადაუხადა. მიუხედავად ამისა, პარიზში ძნელად წარმოუდგენიათ, რომ კილიანი გუნდს ამ […]
ვილფრანში 0:3 პსჟ (მიმოხილვა)
მბაპეს საოცარი მიღწევა
როგორც მოგეხსენებათ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში, სტუმრად ანდორა 0:4 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, და ეს გოლი 20 წლისა და 173 დღის ასაკში მის კარიერაში მეასე აღმოჩნდა. აღსანიშნავია რომ კრიშტიანუ რონალდუს ამ მიღწევისათვის 22 წელი და 356 დღე დასჭირდა ხოლო ლიონელ მესის 22 წელი და 97 დღე. ეს […]
ესპანური მედია: მბაპემ რეალთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა
ესპანელი ჟურნალისტი, ორიოლ დომენეკი ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კილიან მბაპემ “რეალთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. მადრიდული კლუბი 21 წლის ფრანგის შეძენით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესებულია, გავლენიანი ჟურნალისტის, დომენეკის თქმით კი, ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგება. შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსის” ფრანგი მთავარი მწვრთნელი, ზინედიზ ზიდანი დიდი ხნის განმავლობაში მბაპეს “რეალში” ხილვის სურვილზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებოდა. ორიოლ […]
მოურინიო: “მბაპე მომწონს, მაგრამ ოქროს ბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “პსჟ-ს” თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელმა ოქროს ბურთი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი წარმატებული არ არის. მე რომ ამ პრიზის მეპატრონე ვიყო, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავაჯილდოებდი, ვინც გუნდთან ერთად რაღაცას მიაღწია. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ კილიან მბაპე ოქროს ბურთის […]
“ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი” – ნეიმარი ყოფილ კლუბთან გამარჯვებას გამოეხმაურა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ყოფილი კლუბის, “ბარსელონას” დამარცხების შემდეგ, “პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა ემოციები ვერ დამალა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობოით გაამხნევა. “ეს რა შესანიშნავი გუნდური თამაში იყო. ყველამ დიდებულად იმუშავა. ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი, პარედესი კი ურჩხულია“, – დაწერა 29 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში. ნეიმარს არც ყოფილი თანაგუნდელები […]
„სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „პსჟ-მ“ “მონაკო“2:0 დაამარცხა და ბოლო 7 წლის განმავლობაში, საფრანგეთის თასს მეექვსედ დაეუფლა. ნეიმარის გარეშე მოთამაშე პარიზელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ორივეში მონაწილეობა მიიღო კილიან მბაპემ. მე-17 წუთზე მისი გადაცემით ანგარიში მაურო იკარდიმ გახსნა, 81-ე წუთზე კი მბაპემ დი მარიას პასით საკუთარი გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო […]
მბაპე | კონტრაქტის გახანგრძლივება არ მსურს
კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, სპეკულაციები არ ცხრება. არაერთი გავლენიანი ევროპული ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ ფრანგი ვარსკვლავი “რეალის” მაისურს მოირგებს. კილიან მბაპეს უკანასკნელმა ინტერვიუმ სატრანსფერო სპეკულაციები კიდევ უფრო გაამძაფრა. 433-ის Instagram გვერდზე მბაპეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურებს გუნდიდან წასვლის შესახებ აცნობა. “პარიზული გრანდის მესვეურებს ვაცნობე, რომ ივლისში კლუბის დატოვება მსურდა. კონტრაქტის გახანგრძლივებას […]