კილიან მპაპეს სახასიათო ცრუმოძრაობა (ვიდეო)
კლოპი კილიან მბაპეს მამას დაუკავშირდა
ცნობილია, რომ კილიან მბაპეს “პსჟ-ში” ასპარეზობა დიდად აღარ ხიბლავს. მის მომავალს ძირითადად მადრიდის “რეალს” უკავშირებენ, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ვარსკვლავი შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპი კილიანის მამას დაუკავშირდა და მის მომავალზე გაესაუბრა. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით სარეკორდო თანხის იქნება. ფრანგის ღირებულება 250 მილიონ […]
კოვაჩი: “მბაპეს შეჩერება ურთულესი იქნება”
ლიგა 1-ის 26-ე ტურში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “მონაკო” დაუპირისპირდებიან. “მონაკოს” 49 წლის ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა “პსჟ”-სა და კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მბაპეს შეჩერება შეუსრულებელ მისიას წარმოადგენს. “პარი სენ-ჟერმენის” 22 წლის სუპერვრასკვლავი კილიან მბაპე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ფრანგმა თავდამსხმელმა სტატუსი, რომ ის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია, “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ […]
კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი (ფოტო)
UEFA-ს ერთა ლიგის A-დივიზიონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში საფრანგეთი პორტუგალიას დაუპირისპირდა. “სტად დე ფრანსზე” გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავებმა, სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშის ამსახველი ფოტოები განათავსეს.
ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,ფატი მბაპეს არაფრით ჩამორჩება, მეტიც, ჯობნის კიდეც”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ერთმანეთს ანსუ ფატი და კილიან მბაპე შეადარა: ,,ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას თუ რა ხდება ესპანეთს გარეთ. ჩვენ გვყავს ანსუ ფატი, რომელიც, სამწუხაროდ, ტრავმებმა შეაწუხა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მან დაამტკიცა, რომ კილიან მბაპეს მინიმუმ არაფრით ჩამორჩება, მეტიც, ჯობნის კიდეც,” – ტებასის სიტყვებს As-ი ციტირებს. შარშან, ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო, ფატის […]
ლაპორტა: “დემბელე კლუბში უნდა დარჩეს, ის მბაპეზე უკეთესია…”
“ბარსელონას” პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა, ჟურნალსიტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ დემბელესთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და ცდილობს, რომ კლუბში დემბელე დატოვოს. “მისი დარწმუნება იმაში, რომ კლუბში დარჩეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის…” ლაპორტამ განცხადება ესპანურ ტელევიზიაში (Tv3) გააკეთა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ფრანგ შემტევთან მოლაპარაკება გართულებულია, თუმცა მასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს. “ჩვენ ძალიან […]
ლევანდოვსკიმ მესის და მბაპეს აჯობა – პოლონელი 2019 წელს საუკეთესო იყო
ევროპულ საფეხბურთო ელიტაში 2019 წელს საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე პოლონელმა თავდამსხმელმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე 59 მატჩში 54 გოლის გატანა მოახერხა. მიუნხენის “ბაიერნის” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა “ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანს ლიონელ მესის აჯობა, რომელმაც 58 შეხვედრაში მეტოქის კარი 50-ჯერ აიღო. კალენდრულ წელიწადში შეგდებული ბურთებით ოქროს ბუცისა […]
ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის მოგების სამ საუკეთესო კანდიდატს შორის ვერ მოხვდა
ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ 2021 წლის “ოქროს ბურთის” მოგების სამ საუკეთესო კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ. ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის მიხედვით “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავები, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ 2021 წლის “ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატებს შორის სამეულს მიღმა დარჩნენ. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მიღების მთავარ ნომინანტებად რობერტ ლევანდოვსკი, […]
ლეო მესის მასტერკლასი | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მაკაბის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:2 დასრულდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პარიზელები მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდნენ – მთავარ ინტრიგას შემტევი ტრიოს სტატისტიკა წარმოადგენდა. “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა სამეულმა მართლაც, რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. ლეო მესისა და კილიან მბაპეს ანგარიშზე 2-2 გატანილი გოლი და ამდენივე […]
ლეონარდო მბაპეზე: ,,ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც კონტრაქტი ეწურება”
,,პარი სენ ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა: ,,ხალხი იფიქრებს, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, მაგრამ ეს გუნდის ინტერესებს სცდება – 22 წლის ასაკში კილიანი წარმოუდგენლად მომწიფებულია. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც ხელშეკრულება ეწურება. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე უფრო მწვავედ ვკამათობდით, მაგრამ ეს ურთიერთობის დამყარების ნაწილია. […]
ლივერპული – პსჟ (პრევიუ)
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი, სტარტს 18 სექტემბერს აიღებს.
ლიონელ მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.