ლივერპული – პსჟ (პრევიუ)
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი, სტარტს 18 სექტემბერს აიღებს.
კილიან მბაპეს კიდევ ერთი მიღწევა
როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პსჟ-მ” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერი” 2:0 დაამარცხა. გოლები პრესნელ კიმპემბესა და კილიან მბაპეს ანგარიშზეა. ამ გოლით კილიან მბაპე გახდა ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პირველ სამ მატჩში შეძლო გოლების გატანა. ადრე მსგავსი შედეგი ედინ ჯეკომ და ლუის ენრიკემ დააფიქსირეს.
დროგბა მბაპესა და ნეიმარის შესახებ კომენტარს აკეთებს
ლეგენდარული ფეხბურთელი დიდიე დროგბა “პარი სენ-ჟერმენის” ორი სუპერვარსკვლავის – კილიამ მბაპესა და ნეიმარის შესახებ კომენტარს აკეთებს. “ვფიქრობ, რომ კილიამ მბაპეც და ნეიმარიც შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ორივე მათგანს აქვს უამრავი საკმაოდ დიდი დადებითი თვისება. მე გამოვყოფდი ერთ რამეს – ნეიმარს თავისუფალი სივრცის შექმნა უყვარს, კილიანი კი სწორედ ამ სივრცეებს იყენებს. ნეიმარი ქმნის, მბაპე კი აგვირგვინებს. სწორედ […]
დორტმუნდთან ლიდერის გარეშე? – პსჟ-ს შანსები მცირდება
კილიან მბაპემ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვოს. Le Parisien-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ შეუძლია ზუსტი ინფორმაციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, ითამაშებს თუ არა ფრანგი თავდამსხმელი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 00:00 […]
მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ – ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული
1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის “ბაიერნმა” დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. […]
11 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 10/10 შეფასება დაიმსახურა
თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” წინააღმდეგ ბენეფისი ჰქონდა – ახალგაზრდა ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ თავის გუნდს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. 22 წლის თავდამსხმელის დიდებული თამაში რეიტინგულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 9 ქულით შეაფასა, რაც არც ისე ხშირია, თუმცა კიდევ უფრო იშვიათია სრულფასოვანი […]
როგორები იქნებოდნენ ევრო 2020-ის ვარსკვლავები 1970-იან წლებში?
სოციალურ ქსელში პოპულარული საფეხბურთო გვერდი The Football Community-ი სახალისო ფოტო-კოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვარსკვლავები 1970-იანი წლების ფეხბურთელების გარეგნობისთვის მახასიათებელი ნიშან-თვისებებით არიან წარმოდგენილნი. აქ კილიან მბაპეს, კრიშტიანუ რონალდუს, ედენ აზარის, ლუკა მოდრიჩისა და სხვათა ფოტოებს შეხვდებით, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: კილიან მბაპე – საფრანგეთი კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალია ლუკა მოდრიჩი – ხორვატია ფილ ფოდენი – ინგლისი ფრენკი […]
მბაპე: ,,გვინდოდა, საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ყახაზეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის გაფორმებაზე ისაუბრა: ,,ყველაზე მნიშვნელოვანი შესარჩევი ეტაპის დაძლევა იყო. გვინდოდა, რომ საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა. მათთვისაც კი, ვინც უკვე მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ამ ტურნირზე თამაში ნამდვილი ოცნებაა. გულშემატკივრებს ეს მოეწონათ, ჩვენც… პატივი ვეცით თამაშსა და მეტოქეს და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ,” […]
Sportbible – მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო!
ფრანგული და ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სატრანსფერო სპეკულაციებისა და მადრიდის “რეალის” ინტერესის მიუხედავად, მბაპემ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. Sportbible-ს მტკიცებით, კილიან მბაპესა და “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლებს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ოფიციალური განცხადება კი მაისის თვეში გაკეთდება. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი […]
Elfutbolero – კვარაცხელია პარიზში მესის ჩაანაცვლებს?!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, გავლენიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია. იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ამერიკული ტაბლოიდები, კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ და მისი მომავლის შესახებ სპეკულირებენ. Elfutbolero ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს. რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა! ,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს? […]
შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპემ უკაპიტნოს
როგორც მოგეხსენებათ, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტოტენჰემის“ მეკარემ თავად დაადასტურა. უგომ საფრანგეთის ნაკრებში 145-ჯერ ითამაშა და „მამლების“ ისტორიაში, ყველაზე მეტი ჩატარებული თამაშით, რეკორდსმენიც გახდა. მოგეხსენებათ, დიდიე დეშამის ნაკრებს სწორედ ლორისი კაპიტნობდა და მისი წასვლით ეს ადგილი ვაკანტური გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ახალი კაპიტანი “პსჟ-ს” შემტევი და საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე […]
მბაპე რონალდუსა და მესიზე: ,,ისინი მარადიულები არიან”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” შემტევს, კილიან მბაპეს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ჰკითხეს: – მესიმ და რონალდუმ დიდი ფეხბურთი დატოვეს… იწყება მბაპეს და ჰოლანდის ეპოქა, თუ ყველაფერი სხვაგვარად იქნება? – საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ. როცა ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესი და რონალდუა, ასეთი დონის შენარჩუნებას ამდენი ხნის განმავლობაში ახერხებს, ეს […]