კილიან მბაპე: “მე და ჩემი ოჯახი ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ”
“პსჟ”-ს 21 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ საკუთარი ოჯახის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთად იღებენ, ეს მის “პსჟ”-ში დარჩენას ან წასვლასაც ეხება. მბაპეს “პსჟ”-თან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ფრანგული კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 21 წლის შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. მბაპეს მომავალი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან მისი კონტრაქტის ვადა ფრანგულ კლუბთან 2022 წლის […]
რონალდომ მისი გემოვნებით საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა. “საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი ვისი თამაშის ხილვაც მსიამოვნებს ასეთია: პირველ რიგში, ლეო მესი, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ედენ აზარი, მო სალაჰი, ნეიმარი და რა თქმა უნდა, კილიან მბაპე”, – ასე დააკომპლექტა “კიჭა” რონალდომ მისი ხუთეული, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა. აღნიშნულმა საკითხმა ფეხბურთის ექსპერტებსა […]
მბაპე მარადონას: “ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩები”
დიეგო მარადონა დღეს, 24 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფრანგეთისა და “პსჟ”-ს ვარსკვლავი კილიან მბაპე მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “შენ ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩები. მადლობა ყველა იმ სიამოვნებისთვის, რომელიც მსოფლიოს მიანიჭე,” – წერს მბაპე. RIP Legend. You will stay in the history of football forever. Thanks you for all the pleasure you gave to […]
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი ნომინანტები დაასახელა
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: ტიაგო ალკანტარა – მიუნხენის “ბაიერნი”/”ლივერპული” კრიშტიანუ რონალდუ – ტურინის “იუვენტუსი” კევინ დე ბრუინი – “მანჩესტერ სიტი” რობერტ ლევანდოვსკი – მიუნხენის “ბაიერნი” კილიან მბაპე – “პსჟ” ნეიმარი – “პსჟ” ლიონელ მესი – “ბარსელონა” სერხიო რამოსი – მადრიდის […]
მაურო იკარდი: “პსჟ-ში ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში დიდი პატივია”
27 წლის არგენტინელი ფორვარდი ფრანგულ კლუბს 2019-20 წლების სეზონში შეუერთდა მილანის “ინტერიდან”. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში იკარდიმ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. არგენტინელი შემტევის განცხადებით, მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება იქნება. პარიზელები წინა სეზონში ახლოს იყვნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებასთან, თუმცა ფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდნენ ანგარიშით 0:1. […]
ბარსელონას მბაპეს გაფორმება 100 მილიონად შეეძლო
“ბარსელონას” ხელმძღვანელობის ყოფილმა წევრმა ხავიერ ბორდასმა გუნდში კილიან მბაპეს მოყვანის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა. ბორდასის თქმით, “მონაკო” მზად იყო მბაპე “ბარსელონაში” გაეშვა, თუმცა “ბარსამ” “დორტმუნდის” ახალგაზრდა შემტევში ინვესტიციის ჩადება ამჯობინა. ხავიერ ბორდასის თქმით: “ბარსელონაში ნეიმარის ჩანაცვლება კილიან მბაპეს შეეძლო”. 2017 წლის ზაფხულში “ბარსელონამ” ნეიმარი სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ გაყიდა “პსჟ”-ში. ბორდასი იხსენებს, რომ […]
მარკუს რაშფორდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლაიფციგს” დაუპირისპირდა. “ოლდ ტრაფორდზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. “ლაიფციგის” რბევაში მარკუს რაშფორდმა ლომის წვლილი დაიდო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. ჰეთ-თრიკის შესასრულებლად, რაშფორდს მხოლოდ 27 წუთი დასჭირდა, რაც შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა […]
მბაპეს ჩაწოდება და მოიზე კინის გოლი – პსჟ სტამბულში დაწინაურდა (ვიდეო)
ბერანრდო სილვას სიტიში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს
მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ გაამხილა, რომ გუნდში თავისი ყოფილი თანაგუნდელის კილიან მბაპეს ხილვას ისურვებდა. “როდესაც “მონაკოში” ვთამაშობდი, ის უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო გუნდისთვის და ის ასევე ჩემი მეგობარია. თუ “მანჩესტერ სიტი” შეძლებს მის ყიდვას, კარგი იქნება!”, – თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა. სილვა და მბაპე ერთად “მონაკოში” 2015-დან 2017 წლამდე თამაშობდნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაც […]
ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც მეკარე არ არის. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ხუთეულში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”/საფრანგეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”/არგენტინა), ლუის სუარესი (მადრიდის “ატლეტიკო”/ურუგვაი), კილიან მბაპე (“პსჟ”/საფრანგეთი), ედენ აზარი (მადრიდის “რეალი”/ბელგია). 28 წლის ფეხბურთელმა ასევე ის ხუთი მოთამაშე გამოყო, ვისაც კარიერა უკვე დასრულებული აქვს: ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), ფრენკ ლამპარდი, […]
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული
დიდი ხანია ფეხბურთი მხოლოდ სპორტი აღარაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესიცაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ვნახოთ, თუ რა შემოსავლები აქვთ კლუბებს, როგორია ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, რამდენს გამოიმუშავებენ ფეხბურთელები წლიურად. საქმე რეალურად ძალიან დიდ რიცხვებთან გვაქვს. გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ზოგიერთი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება უზარმაზარ თანხას […]