მბაპე შესაძლოა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორედ გახდეს
საფრანგეთის ნაკრებისა და “პსჟ-ს” თავდამხმელმა, კილიან მბაპემ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება პირველად გასულ წელს მოიგო. სავარაუდოა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი “ოქროს ბიჭის” ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლება. მბაპეს კონკურენტებს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”), ფილ ფოდენი (“სიტი”), ვინიციუს ჯუნიორი (“რეალი”), ჯასტინ კლუივერტი (“რომა”), კრისტიან პულიშიჩი (“დორტმუნდი”) და სხვები წარმოადგენენ. აღნიშნული პრიზი იტალიურმა სპორტულმა […]
მაურო იკარდი: “პსჟ-ში ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში დიდი პატივია”
27 წლის არგენტინელი ფორვარდი ფრანგულ კლუბს 2019-20 წლების სეზონში შეუერთდა მილანის “ინტერიდან”. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში იკარდიმ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. არგენტინელი შემტევის განცხადებით, მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება იქნება. პარიზელები წინა სეზონში ახლოს იყვნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებასთან, თუმცა ფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდნენ ანგარიშით 0:1. […]
გალათასარაის მბაპემაც გაუტანა (ვიდეო)
ანრი: ,,მბაპეს საკუთარ თავს არ ვადარებ, ამას ვერ ვიტან”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,მე და კილიანმა გავიარეთ კლერფონტენის აკადემია, ვართ პარიზის გარეუბნიდან და თამაში მონაკოში დავიწყეთ. მას საკუთარ თავს არ ვადარებ, ამას ვერ ვიტან, მაგრამ მბაპე არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან ვაფასებ. კილიანს შეტევაში თამაში ყველგან შეუძლია. რთულია იმის თქმა თუ რატომ აკრიტიკებენ მას ასე […]
კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ბრიუგესთან” დუბლი შეასრულა. “პსჟ”-ს ერთ-ერთ ლიდერს მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი დაუგროვდა, თავის კარიერაში კი ტურნირზე თავი უკვე 30-ჯერ გამოიჩინა. 22 წლის ფრანგი ფორვარდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 30 გოლის გატანა მოახერხა. ასევე იხილეთ: მბაპეს პირველი გოლი ბრიუგეს კარში მბაპეს დუბლი ბრიუგესთან
კილიან მბაპემ, შესაძლოა, მადრიდის რეალთან ითამაშოს
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე მძიმე ტრავმას გადაურჩა და ,,რეალთან” მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს. L’Equipe-ს ცნობით, კილიანმა იდრისა გეიესთან ვარჯიშზე შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხი დაიზიანა, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ფეხბურთელს მოტეხილობა არ აქვს. ამ ეტაპზე გუნდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი ოთხშაბათის მატჩისთვის ბოლომდე მზად იყოს. ჩემპიონთა ლიგის […]
მბაპემ “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა (ვიდეო)
კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მესისა და რონალდუს მსგავსი კარიერის ქონაზე ოცნებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ფრანგი დიეგო მარადონასთან შედარებასაც ცდილობს… საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც “პსჟ-მ” “რეიმსი” (3:0) დაამარცხა, 21 წლის თავდამსხმელმა “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ნეიმარისგან მიიღო და მეკარესთან შეჯახების შემდეგ ის კარში […]
პოჩეტინოს დიდი ცვლილებები პარიზში: თანამემამულეები მბაპეს და ნეიმარის ნაცვლად?
ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეელიოს. AS-ის ცნობით პარიზელების მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს სურს, რომ გუნდში ორი თანამემამულე შემტევი, ლეო მესი და სერხიო აგუერო მიიყვანოს. ამრიგად, 22 წლის ფრანგის ადგილი პარიზულ კლუბში აღარ რჩება. ამავე დროს, ვარსკვლავური შემტევების დამატების შემთხვევაში, “პსჟ-ს” სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე ზრუნვაც […]
მბაპეს ჩაწოდება და მოიზე კინის გოლი – პსჟ სტამბულში დაწინაურდა (ვიდეო)
კლოპი კილიან მბაპეს მამას დაუკავშირდა
ცნობილია, რომ კილიან მბაპეს “პსჟ-ში” ასპარეზობა დიდად აღარ ხიბლავს. მის მომავალს ძირითადად მადრიდის “რეალს” უკავშირებენ, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ვარსკვლავი შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპი კილიანის მამას დაუკავშირდა და მის მომავალზე გაესაუბრა. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით სარეკორდო თანხის იქნება. ფრანგის ღირებულება 250 მილიონ […]
მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა – ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]
კილიან მბაპე: “მე და ჩემი ოჯახი ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ”
“პსჟ”-ს 21 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ საკუთარი ოჯახის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთად იღებენ, ეს მის “პსჟ”-ში დარჩენას ან წასვლასაც ეხება. მბაპეს “პსჟ”-თან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ფრანგული კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 21 წლის შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. მბაპეს მომავალი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან მისი კონტრაქტის ვადა ფრანგულ კლუბთან 2022 წლის […]