ბერანრდო სილვას სიტიში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს
მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ გაამხილა, რომ გუნდში თავისი ყოფილი თანაგუნდელის კილიან მბაპეს ხილვას ისურვებდა. “როდესაც “მონაკოში” ვთამაშობდი, ის უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო გუნდისთვის და ის ასევე ჩემი მეგობარია. თუ “მანჩესტერ სიტი” შეძლებს მის ყიდვას, კარგი იქნება!”, – თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა. სილვა და მბაპე ერთად “მონაკოში” 2015-დან 2017 წლამდე თამაშობდნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაც […]
პსჟ-ს პრეზიდენტი | მბაპე არ იყიდება!
“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი – ნასერ ალ-ჰელაიფი, პარიზული გრანდის ფანებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ნასერ ალ-ჰელაიფის მტკიცებით, კილიან მბაპე გუნდში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს შესანარჩუნებლად პარიზელები ყველა ღონეს იხმარენ და ფრანგ ვარსკვლავს არავითარ შემთხვევაში შეელევიან. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მბაპე “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას კიდევ 1 წლის განმავლობაში დაიცავს, თუმცა ევროპულ მედია საშუალებებში შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები […]
ნიმი 2:4 პსჟ – ვიდეო მიმოხილვა
“პარი სენ ჟერმენი” კვლავ უდანაკარგოდ ასპარეზობს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურის შეხვედრაში, პარიზულმა გრანდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ელიტის ახალწვეული, “ნიმი” ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ფრანგულ კლუბს მასპინძლობდა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. “პსჟ” ნეიმარის და ანხელ დი მარიას გოლების წყალობით დაწინაურდა, თუმცა “ნიმის” ფეხბურთელებმა თამაშის ხარისხის გამოსწორება შეძლეს და მეორე ტაიმში ორ ბურთიანი სხვაობაც […]
ფიგუ: “მბაპე რეალს ბევრად გააძლიერებს, ის დიდებული შენაძენი იქნებოდა”
მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ “სამეფო კლუბის” შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. ვეტერანი პორტუგალიელის აზრით “პსჟ-ს” თავდამსხმელი კილიან მბაპე “ბლანკოსებს” გააძლიერებს. “თუ ყველა შესაძლო თვისება გაქვს, მაშინ ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია, რომ იგი აგრძელებს წინსვლას და ცდილობს ყოველდღე უფრო უკეთესი გახდეს. ასეთი მიდგომით მბაპე შეძლებს მიაღწიოს იმას, რაც სურს. კილიანი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამის […]
კილიან მბაპე: “ამ გამარჯვებას წინ ადვილი პერიოდი არ უძღოდა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში – 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორმა, მთავარმა გმირმა და საუკეთესო ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ კომენტარი გააკეთა. “მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. ვიცით, რომ მატჩამდე განვლილი პერიოდი ადვილი არ იყო. ისინი არც თუ ისე კმაყოფილი იყვნენ ჩვენი თამაშით ბოლო კვირების განმავლობაში და მათ […]
მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გამოთქვა აზრი თავისი გუნდის სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ, რომლითაც, სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული. “მბაპე მიდის “რეალში”? მთელი ძალით ვიბრძოლებ, რომ კილიანი აქ, “პსჟ-ში” დარჩეს. ჩვენი კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ნეიმარი და მბაპე დარჩეს. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ კილიანი დარჩება. ორივე მოთამაშეს […]
მოურინიო: “მბაპე მომწონს, მაგრამ ოქროს ბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “პსჟ-ს” თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელმა ოქროს ბურთი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი წარმატებული არ არის. მე რომ ამ პრიზის მეპატრონე ვიყო, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავაჯილდოებდი, ვინც გუნდთან ერთად რაღაცას მიაღწია. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ კილიან მბაპე ოქროს ბურთის […]