როგორი იქნებოდნენ თანამედროვე ვარსკვლავები 70-იან წლებში (ფოტო)
1970 წელს, მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნიდან 50 წელი შესრულდა. FIFA-მ ტურნირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს გარეგნობა შეუცვალა და მათი კარიკატურები 70-იანი წლების სტილის მიხედვით გამოაქვეყნა. ხსენებული ტურნირის ფინალში ბრაზილიამ იტალიის ნაკრები 4:1 დაამარცხა, მესამე ადგილი კი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც ურუგვაის მინიმალური სხვაობით აჯობა (1:0). ასეთები იქნებოდნენ ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი […]
რონალდო: ,,შეიძლებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე დასახელებულიყო”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კილიან მბაპეს თამაში შეაფასა: ,,ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კილიან მბაპეა. პირველი მატჩიდან ფინალამადე მას შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. მაშინაც კი, როცა გოლი ვერ გაიტანა, საფრანგეთის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფინალში კი 4 გოლის გატანით, თუ პენალტების სერიასაც გავითვალისწინებთ, არაჩვეულებრივი იყო. მისი გაჩერება თითქმის […]
რონალდომ მისი გემოვნებით საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა. “საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი ვისი თამაშის ხილვაც მსიამოვნებს ასეთია: პირველ რიგში, ლეო მესი, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ედენ აზარი, მო სალაჰი, ნეიმარი და რა თქმა უნდა, კილიან მბაპე”, – ასე დააკომპლექტა “კიჭა” რონალდომ მისი ხუთეული, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა. აღნიშნულმა საკითხმა ფეხბურთის ექსპერტებსა […]
რონალდუსა და მესის ანაზღაურება – რა თანხას გამოიმუშავებენ მანჩესტერისა და პსჟ-ს ვარსკვლავები?!
ფსიქოლოგიის საწყისების, სარაკერო მეცნიერების ან კვანტური ფიზიკის ცოდნა არ გჭირდება იმისათვის, რომ გაიაზრო, რამდენად კოლოსალურ თანხას გამოიმუშავებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი. არავის აქვს იმის ილუზია, რომ პლანეტის ორი უდიდესი სუპერვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ალამაზებს, მინიმალურ ხელფასს თანხმდება და უიმედოდ ითვლის დღეებს ხელფასის დარიცხვამდე. თანამედროვე ფეხბურთში არსებული ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გასაგებია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და […]
რონალდუსა და ნეიმარის გარეშე – Goal.com-მა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა
ვებგვერდის, Goal.com-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარი კანდიდატი არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესია. სამეულში, ასევე, კილიან მბაპე (საფრანგეთი) და ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია) მოხვდნენ. ტოპ ათეულის მიღმა დარჩნენ კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი. პორტუგალიელის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ნეიმარმა კი ტრავმის გამო მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია. ფავორიტებს შორის ყველაზე მეტი, 3 […]
როტენი: მბაპეს რეალში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია
კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, ჟერომ როტენმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “პსჟ”-ს ყოფილმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მბაპე პარიზულ გრანდთან ახალ კონტრაქტს აღარ მოაწერს ხელს. “კლუბთან დაახლოებული პირებისგან ვიცი, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერი პრაქტიკულად მოგვარებული იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრანსფერი შესაძლოა გადაიდოს მაგრამ მბაპეს “რეალში” გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ახლა ყველაფერი “სამეფო კლუბსა” და მბაპეზეა დამოკიდებული. “პარი […]
სადისციპლინო კომიტეტმა მბაპეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კილიან მბაპეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში, მბაპემ უხეში ვარდნისათვის წითელი ბარათი მიიღო – აღნიშნული ეპიზოდის განხილვის შემდეგ, სადისციპლინო კომიტეტმა “პსჟ”-ს ვარსკვლავი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. კილიან მბაპეს საქმის განხილვა 2 მაისს გაიმართა. წყაროს მტკიცებით, მბაპესთან ერთად შესაძლოა ნეიმარიც დაისაჯოს, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს დაარტყა. ნეიმარის […]
საუკეთესო მოთამაშეები წლევანდელ მუნდიალზე | რონალდუ სიის მიღმა დარჩა
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ whoscored-მა კატარის მუნდიალზე, სტატისტიკაზე დაყრდნობით, საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიას, რონალდუს თანაგუნდელი, ბრუნო ფერნანდეში ლიდერობს. 28 წლის ნახევარმცველს კილიან მბაპეზე და ლიონელ მესიზე უკეთესი შედეგი აქვს. ასე გამოიყურება კატარის მუნდიალზე მოაპარეზე საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალი: მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (7.88) მცველები: აშრაფ […]
საფრანგეთი ავსტრიის წინააღმდეგ A დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს
დღეს 22:45 საათზე ევროპის ერთა ლიგის შეხვედრები გაიმართება. ბევრ საინტერესო მატჩთან ერთად, წინ გველის ავსტრიისა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის საფრანგეთის დაპირისპირება. ყველასაგან მოულოდნელად “ლურჯებმა” ჯგუფის 4 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხეს. აქედან გამომდინარე, ფრანგებმა დაკარგეს ერთა ლიგის ჩემპიონობის შანსი და ახლა A დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან. დიდიე დეშამის გაწვრთნილ გუნდს საშინაო კედლებში ჯერ კიდევ არ […]
საფრანგეთის გულშემატკივრებს სურთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადათამაშდეს
როგორც SPORT BIBLE იტობინება, დაახლოებით 200,000 ფრანგმა გულშემატკივარმა პეტიციას მოაწერა ხელი, რომლიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებას მოითხოვს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არგენტინა პირველი ნახევრის შემდეგ, კომფორტული ორბურთიანი სხვაობით იგებდა შეხვედრას, თუმცა, მატჩის მიწურულს საქმეში კილიან მბაპე ჩაერთო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე […]
საფრანგეთის პრეზიდენტმა მბაპეს გამხნევება სცადა | VIDEO
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ. გამარჯვებულის გამოასვლენად დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმები არგენტინელებმა უკეთ შეასრულეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. კილიან მბაპემ ფენომენალური მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ, მარცხისგან განადგურებული ვარსკვლავის დამშვიდება საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა სცადა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 ხმა კილიან მბაპემ მიიღო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 49 მილიონ ადამიანს, საკუთარი ქვეყნის ლიდერის არჩევა, შემდგომი 5 წლის ვადით შეეძლო. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდნენ. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, […]