“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა: “მბაპეს არ ევალება ნეიმარისა და კავანის შეცვლა, მან თავის თამაშზე უნდა იფიქროს. “მანჩესტერს” რომ პოგბა და რეშფორდი არ ჰყავდეს, რა თქმა უნდა მათაც გაუჭირდებოდათ. შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელები უმტკივნეულოდ შეცვალო, ჩვენ ნეიმარი და კავანი ძალიან დაგვაკლდებიან. მეტოქისგან ძალიან შემტევ ფეხბურთს ველი, ამიტომ […]