პირს მორგანი მესის აკრიტიკებს, რადგან მარტინესს მბაპეს დაცინვის უფლება მისცა
ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა ლიონელ მესი გააკრიტიკა, რადგან მან ემილიანო მარტინესს ნება მისცა, რომ საზეიმო აღლუმის დროს, მბაპესთვის დაეცინა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა მბაპესგან სამი გოლი მიიღო და ვერც პენალტების სერიის დროს მოახერხა მისი დარტყმის მოგერიება. თუმცა, მან სხვა ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება მოახერხა და გუნდს გამარჯვებაშიც დაეხმარა. გარდა ამისა, ემილიანომ, მუნდიალზე […]
რა უთხრა მბაპემ თანაგუნდელებს ფინალური მატჩის შესვენებაზე გასახდელში?
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში აქ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში (4:2) დამარცხდა. პირველ ნახევარში სამხრეთამერიკელებმა ორბურთიანი უპირატესობა შეიქმნეს და მეტოქეს საგრძნობლად აჯობეს. ბოლო ორი მუნდიალის გათვალისწინებით ეს საფრანგეთის ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ტაიმი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, თუ რაზე ისაუბრეს გასახდელში ფეხბურთელებმა და როგორ მიმართა გუნდის ლიდერმა კილიან მბაპემ თანაგუნდელებს. “ეს არის […]
საფრანგეთის პრეზიდენტმა მბაპეს გამხნევება სცადა | VIDEO
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ. გამარჯვებულის გამოასვლენად დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმები არგენტინელებმა უკეთ შეასრულეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. კილიან მბაპემ ფენომენალური მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ, მარცხისგან განადგურებული ვარსკვლავის დამშვიდება საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა სცადა.
მუნდიალი 2022 | კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკი და 3:3! | VIDEO
მუნდიალი 2022 | კილიან მბაპეს დუბლი და საფრანგეთმა ანგარიში გაათანაბრა | VIDEO
მუნდიალი 2022 | 23-ე სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ხორვატიისა და მაროკოს დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც ხორვატთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 18 დეკემბერს, ასევე 19:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – საფრანგეთი, ტიტულის დაცვას არგენტინის წინააღმდეგ შეეცდება. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო […]
საუკეთესო მოთამაშეები წლევანდელ მუნდიალზე | რონალდუ სიის მიღმა დარჩა
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ whoscored-მა კატარის მუნდიალზე, სტატისტიკაზე დაყრდნობით, საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიას, რონალდუს თანაგუნდელი, ბრუნო ფერნანდეში ლიდერობს. 28 წლის ნახევარმცველს კილიან მბაპეზე და ლიონელ მესიზე უკეთესი შედეგი აქვს. ასე გამოიყურება კატარის მუნდიალზე მოაპარეზე საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალი: მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (7.88) მცველები: აშრაფ […]
უოკერი: ,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედია, გამოცდილება დამეხმარება”
ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, კაილ უოკერმა, საფრანგეთთან მატჩის წინ, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედი მაქვს, გამოცდილება დამეხმარება. კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, ასე რომ, რთული ამოცანა იქნება. თუმცა, როგორც პროფესიონალს, საუკეთესოების წინააღმდეგ მსურს თამაში, ის კი სწორედ ასეთია. დიახ, რთული მატჩი გველის, მაგრამ გუნდი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ იქნება. […]
მბაპეს ტრავმა აქვს – მან საფრანგეთის ვარჯიშები გამოტოვა
“პსჟ”-სა და საფრანგეთის ნაკრების 23 წლის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა – კილიან მბაპემ, საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშები გამოტოვა. მიზეზი ტეფრის ტრავმაა, რომელიც მან პოლონეთის ნაკრებთან მიიღო, თუმცა მბაპემ ტრავმის მიუხედავად 90 წუთი მაინც ითამაშა და დუბლის შესრულებაც შეძლო. ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემის “L’Équipe”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპე უკვე ზედიზედ მეორე დღეა საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშს ტოვებს. დღეს […]
მბაპემ განმარტა, თუ რატომ არ აკეთებს მედიასთან კომენტარს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შეხვედრის შემდეგ ინტერვიუზე კვლავ უარი განაცხადა. პირველი უარის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, მეორე შემთხვევაში კი 10 200 ევროთი დაჯარიმდა. 23 წლის ფეხბურთელმა განმართა, თუ რატომ არ აკეთებს მედიასთან კომენტარს. “ხალხი მეკითხება, რატომ არ ვჩნდები მედიის წინაშე. არანაირი პირადი მიზეზი არ […]
გარი ნევილი: “უოკერი ერთადერთია, ვისაც მბაპეს შეჩერება შეუძლია…”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა – გარი ნევილმა, 2022 წლის მუნდიალის მოახლოვებულ 1/4-ფინალზე ისაუბრა, სადაც ინგლისი – საფრანგეთის დაპირისპირება შედგება. “ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველი გვყავს, რომელიც კილიან მბაპესთან გამკლავებას შეძლებს. ფიზიკურობის, ტემპისა და გამოცდილების თვალსაზრისით კილიან მბაპეს ასყვანად, უოკერზე უკეთესი მცველი ამ მომენტში არ მახსენდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მბაპე ფეხს […]
დეშამი: ,,მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, პოლონეთთან მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია: ,,სუბიექტური ვარ, რადგან ფრანგი ვარ და თანაც მისი მწვრთნელი, მაგრამ, დიახ, მბაპე ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მიუხედვად იმისა, რომ მას თითქმის ერთი საათი საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, აქვს უნარი, შეხვედის მიმდინარეობა ნებისმიერ მომენტში […]