რონალდუსა და ნეიმარის გარეშე – Goal.com-მა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა
ვებგვერდის, Goal.com-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარი კანდიდატი არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესია. სამეულში, ასევე, კილიან მბაპე (საფრანგეთი) და ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია) მოხვდნენ. ტოპ ათეულის მიღმა დარჩნენ კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი. პორტუგალიელის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ნეიმარმა კი ტრავმის გამო მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია. ფავორიტებს შორის ყველაზე მეტი, 3 […]
მილიკი: ,,მბაპეს წინააღმდეგ სკუტერები დაგვჭირდება”
პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, არკადიუშ მილიკმა, საფრანგეთთან შეხვედრის წინ, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,როგორ ვიმოქმედებთ მბაპეს წინააღმდეგ? ძალიან სწრაფები უნდა ვიყოთ. კილიანის დასაჭერად სკუტერები დაგვჭირდება. მის წინააღმდეგ ინდივიდუალურად თამაში ძალიან რთულია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კოლექტიურად უნდა ვიმუშაოთ,” – მილიკის სიტყვებს L’Equipe ციტირებს. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდება. მატჩი ხვალ […]
მბაპეს მოქმედებამ მცველი ძალიან დააბნია | კადრი, რომელიც კამერამ ვერ დააფიქსირა | VIDEO
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 1/8 ფინალში ასპარეზობა გაინაღდა. აღნიშნულ შეხვედრაში გამორჩეული იყო კილიან მბაპე, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა. გოლების გარდა, ახალგაზრდა ფრანგმა გულშემატკივარს კარგი სანახაობაც აჩვენა. ერთ მომენტში კილიანმა მოწინააღმდეგე გუნდის მცველი ისე მოატყუა, რომ ბურთს არც კი შეხებია. View this post […]
კილიან მბაპეს დუბლი დანიასთან მატჩში| VIDEO
მბაპე: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, პსჟ-ში დავრჩენილიყავი”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გაიხსენა, რომ 2022 წლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დაურეკა და პარიზულ კლუბში დარჩენაზე ესაუბრა: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა: ,,ვიცი, რომ წასვლა გინდა. უნდა გითხრა, რომ საფრანგეთსაც სჭირდები. არ მინდა, რომ წახვიდე. შესაძლებლობა გაქვს, რომ აქ ისტორია დაწერო, ყველას უყვარხარ.” მე კი ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებდი, ეს სიგიჟეა […]
UEFA | ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილს იკავებს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 29 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და ისეთ სახელოვან ვარსკვლავებს უსწრებს, როგორიცაა: ნეიმარი და იანიკ კარასკო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე […]
მბაპემ მესის აჯობა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
2 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები ოფიციალურად დასრულდა და პლეი-ოფში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა. საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა H ჯგუფში, სადაც “პსჟ”-მ სტუმრად “იუვენტუსი” 1:2 დაამარცხა, ხოლო “ბენფიკამ” კი “მაკაბი ჰაიფას” 1:6 მოუგო და ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა. “პსჟ”-ს რიგებში ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, რომლისთვისაც ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ამ გატანილი […]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “მბაპეს მშობლებმა მოკეტონ, ყველაფერი კილიანმა უნდა გადაწყვიტოს…”
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” 41 წლის ლეგენდარულმა ფორვარდმა – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სოციალურ ქსელში კილიან მბაპე მწვავედ გააკრიტიკა. შვედი ფეხბურთელის მხრიდან, კილიან მბაპეს გაკრიკიტების მთავარი მიზეზი მადრიდის “რეალში” არ გადასვლა იყო. “მბაპეს, როგორც პიროვნებას, კარგად არ ვიცნობ. როგორც ფეხბურთელი, ის ფანტასტიკურია, თუმცა, როცა კარგავ დისციპლინას, კარგავ იდენტობას. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ზიდანი არის ზიდანი. […]
კილიან მბაპეს 15 წლის ძმა “პსჟ”-ს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
კილიან მბაპეს 15 წლის ძმა – ეთან მბაპე, “პსჟ”-ს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ ლიგა 1-ში მისი დებიუტი ამ უიქენდზე, “ლორიენის” წინააღმდეგ შედგება. ეთანი “პსჟ”-ს 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს და მიმდინარე სეზონში ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც კი ითამაშა. მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი მხოლოდ ერთხელ, საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს დაბადებულმა […]
Elfutbolero – კვარაცხელია პარიზში მესის ჩაანაცვლებს?!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, გავლენიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია. იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ამერიკული ტაბლოიდები, კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ და მისი მომავლის შესახებ სპეკულირებენ. Elfutbolero ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს. რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა! ,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს? […]
ლეო მესის მასტერკლასი | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მაკაბის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:2 დასრულდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პარიზელები მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდნენ – მთავარ ინტრიგას შემტევი ტრიოს სტატისტიკა წარმოადგენდა. “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა სამეულმა მართლაც, რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. ლეო მესისა და კილიან მბაპეს ანგარიშზე 2-2 გატანილი გოლი და ამდენივე […]
გალტიე მბაპეს კონტრაქტზე: ,,ეს სპორტს არ ეხება, შესაბამისად, არც მე მეხება”
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, კილიან მბაპეს კონტრაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა: ,,კლუბი ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა. ეს არ ეხება სპორტს, შესაბამისად არც მე მეხება. მე კონცეტრირებული ვარ გუნდზე, სპორტსმენებსა და ხვალინდელ მატჩზე” – გალტიეს სიტყვებს L’Equipe ციტირებს. დღეს, ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა, დაწერა, რომ ,,პსჟ-სა” და მბაპეს შორის არსებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი […]