,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,კილიანმა ყველაფერი სწორად გააკეთა. ყოველთვის ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა, გასულ კვირას კი ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მბაპე მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, მას კონცენტრაციისთვის შესაფერისი სიმშვიდე სჭირდებოდა,” – […]
რონალდუსა და მესის ანაზღაურება – რა თანხას გამოიმუშავებენ მანჩესტერისა და პსჟ-ს ვარსკვლავები?!
ფსიქოლოგიის საწყისების, სარაკერო მეცნიერების ან კვანტური ფიზიკის ცოდნა არ გჭირდება იმისათვის, რომ გაიაზრო, რამდენად კოლოსალურ თანხას გამოიმუშავებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი. არავის აქვს იმის ილუზია, რომ პლანეტის ორი უდიდესი სუპერვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ალამაზებს, მინიმალურ ხელფასს თანხმდება და უიმედოდ ითვლის დღეებს ხელფასის დარიცხვამდე. თანამედროვე ფეხბურთში არსებული ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გასაგებია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და […]
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, “ლე ბლემ” ხორვატია დაამარცხა და მოქმედი ჩემპიონი ყატარში კვლავ ამბიციური გეგმებით მიემგზავრება. საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების განაცხადში უამრავი ამომავალი ვარსკვლავი მოხვდა – კილიან მბაპე კი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 23 წლის კილიან მბაპე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – ის სუპერვარსკვლავია და […]
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?! – TOP 20 კანდიდატი
2021/2022 წლების სეზონიდან მოყოლებული, ოქროს ბურთის ჯილდო, ფეხბურთელებს გადაეცემათ სტანდარტული ევროპული სეზონის მიხედვით და არა კალენდარული წლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელები ოქროს ბურთს მიიღებენ საკუთარი ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის მიხედვით. ოქროს ბურთის დაჯილდოვება 2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. “Goal”-მა, დაასახელა მიმდინარე სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები იქნებიან. […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, “რეალმა” მადრიდის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება, ფანებთან ერთად აღნიშნა. ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების მიუხედავად, “ბლანკოსის” გულშემატკივრებს, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა არ დავიწყებიათ. მადრიდელები მბაპეს საქციელს ღალატად თვლიან და მისი მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ. გამონაკლისი არც საჩემპიონო […]
პსჟ-ის პრეზიდენტი: “ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს”
“პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესთან მას კარგი ურთიერთობა არ აქვს. “ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ფლორენტინო პერესთან მდგომარეობა არც თუ ისე კარგად მაქვს. სუპერლიგის შემდეგ ურთიერთობამ ასეთი სახე მიიღო. მინდა ვთქვა, რომ “რეალს” ვაფასებ. ეს დიდი კლუბია, რომელიც საპასუხოდ, ჩვენც პატივს გვცემს. ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. ფლორენტინოსთან არასდროს მილაპარაკია, რადგან კილიანი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია, მბაპეს […]
უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში, ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები მბაპეს ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებდნენ. არაერთი გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი მიიჩნევდა, რომ ფრანგი ვარსკვლავი მადრიდის “რეალის” მაისურს მოირგებდა, თუმცა მბაპემ, პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა და სატრანსფერო ჭორებს წერტილი დაუსვა. იმედგაცრუებულ და განრისხებულ მადრიდელ ფანებს, ფრანგმა ვარსკვლავმა მოუბოდიშა და მიღებული გადაწყვეტილების ახსნა სცადა: “რეალის” ქომაგების იმედგაცურება […]
მბაპე: “მაკრონს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია”
კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “პსჟს”-თან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს გავლენა არ მოუხდენია. „ბევრი ვისაუბრე პრეზიდენტთან. მას სურდა, რომ “პსჟ”-ში დავრჩენილიყავი. ვხვდები, რომ ფეხბურთი შეიცვალა და ახლა მას საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ძალიან გაუხარდა. არა, მაკრონი ჩემს არჩევანში არ ჩარეულა. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება იმიტომ არ […]
მბაპე: ,,რეალის ფანების იმედგაცრუება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მადრიდის ,,რეალის” გულშემატკივრებს მიმართა: ,,რეალის ფანებს მადლობას ვუხდი. ამ კლუბის მაისური არასდროს მიტარებია, თუ არ ჩავთვლით პერიოდს, როცა 14 წლის ასაკში ვიცვამდი, მაგრამ ისინი ყოველთვის როგორც მათიანს, ისე მიღებდნენ. ასეთი დამოკიდებულებისთვის მადლობელი ვარ. რეალის ქომაგების იმედგაცურება მესმის, მაგრამ, იმედი მაქვს, ისინიც გამიგებენ – ჩემს ქვეყანაში დარჩენა მსურდა. მე ფრანგი […]
ბრიტანულმა გამოცემამ Givemesport-მა სეზონის დასრულების წინ წლის საუკეთესო 11-ეული დაასახელა. მეკარე: ალისონი მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდიმ (ლივერპული) ჟოელ მატიპი, (ლივერპული) კალიდუ კულიბალი, (ნაპოლი) ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) ნახევარმცველები: მოჰამედ სალაჰი, (ლივერპული), კრისტოფერ ნკუნკუ, (ლაიფციგი) თომას მიულერი, (ბაიერნი) თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, (რეალ მადრიდი) კილიან მბაპე, (პსჟ) რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) მიუხედავად არაერთი ლოგიკური არჩევანისა, ფეხბურთის გულშემატკივარი გამოცემის ზოგიერთმა […]
კილიან მბაპე პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე, პარიზულ კლუბში რჩება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ,,პსჟ-სთან” მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გუშინ ფრანგულმა მედიამ კილიანის დედის კომენტარი გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ მბაპეს ,,რეალი” და ,,პსჟ” იდენტურ პირობებს სთავაზობდნენ და მის შვილს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მბაპე ,,პარი სენ ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. 23 […]
პსჟ-მ მბაპეს მაისურების გაყიდვა შეაჩერა
“პსჟ”-მ კილიან მბაპეს მაისურების გაყიდვა ინტერნეტ მაღაზიაში შეწყვიტა. ფრანგი ფორვარდის სატრანსფერო საგა სულ მალე დასრულდება. არსებობს ვარაუდი, რომ მბაპე “პსჟ”-დან წასვლის შესახებ განცხადებას მალე გააკეთებს, რადგან კილიანსა და “რეალ მადრიდს” შორის შეთანხმება შედგა – პარიზელთა სუპერვარსკვლავი ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. გარდა ამისა, მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პსჟ”-მ მბაპეს გაუკეთა უპრეცედენტო შეთავაზება, რომელზე თანხმობის […]