ზეედორფი: ,,მინდა ფინალი, რომელშიც თითო-თითო გოლს მესი და მბაპე გაიტანენ”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,არგენტინა სამაგალითო ნაკრებია – მათ არ ჰყავთ საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ კონკურენტუნარიანი, აგრესიული და კომპაქტური გუნდია, რომელშიც ლეო მესი თამაშობს. იგივე შემიძლია ვთქვა საფრანგეთზე, რადგან მათ არგენტინის ნაკრების დონის მოთამაშეები ჰყავთ, შესაძლოა, უფრო მაღალი დონის, და ჰყავთ კილიან მბაპე. ფრანგები ერთად დიდი ხანია თამაშობენ […]
კლარენს ზეედორფი და ფლორენ მალუდა ბათუმში იმყოფებიან
ცნობილი ფეხბურთელები, კლარენს ზეედორფი და ფლორენ მალუდა ბათუმში იმყოფებიან. მათი ვიზიტი აჭარის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უკავშირდება. ცნობილია, რომ ბათუმში ვეტერანი რუსი ფეხბურთელები, დმიტრი ბულიკინი და დმიტრი სიჩოვიც ჩავიდნენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, 3 ოქტომბერს ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება. ბათუმშია კლარენს ზეედორფის ყოფილი თანაგუნდელი, კახა კალაძეც – თბილისის მერმა ცნობილ ფეხბურთელებთან […]
კლარენს ზეედორფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს
ლეგენდარული ფეხბურთელი, კლარენს ზეედორფი, კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კამერუნის სპორტისა და კულტურის მინისტრმა მუელე კომბიმ გააკეთა. ზეედორფი კამერუნის ნაკრების ხელმძღვანელად გასული წლის აგვისტოდან მუშაობდა, თუმცა კამერუნელებმა აფრიკის ერთა თასზე წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს და ტურნირს მერვედფინალიდან გამოემშვიდობნენ. ჯერჯერობით, ზეედორფის სამწვრთნელო კარიერა წარმატებულად არ ვითარდება – ჰოლანდიელმა “მილანში” ნახევარი წლის განმავლობაში […]
ვეტერანი ფეხბურთელები რომლებიც კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ (ფოტოები)
საფეხბურთო და ზოგადად სპორტული პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ფორმის შენარჩნება არცთუ ისე მარტივია. კარიერის დასრულების შემდეგ ბევრ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს წონის პრობლემა ექმნება. საკმაოდ იშვიათია ფეხბურთელები, რომლებიც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ იმ კარგ ფორმას ინარჩუნებენ და მეტიც, უკეთეს ფორმაშიც კი არიან ხოლმე. გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ. #1 კლარენს ზეედორფი […]
კლარენს ზეედორფმა სიტი-რეალის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ, თავისი ყოფილი გუნდის მადრიდის “რეალის” მიერ “მანჩესტერ სიტის” ბარიერის დაძლევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. “ვფიქრობ, ზიდანის დაბრუნებამ გუნდს თავისი ქიმია და დნმ დაუბრუნა. პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, “რეალი” შესანიშნავად გამოიყურებოდა თანაც იმის ფონზე, რომ “ბარსელონას” ჩავარდნა ჰქონდა. როცა გუნდში ისეთი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები გყავს, […]
ზეედორფი | შავკანიან მენეჯერებს ევროპაში არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ
ნიდერლანდებისა და “მილანის” ლეგენდა – კლარენს ზეედორფი, ევროპულ ფეხბურთში შავკანიანი მენეჯერების ნაკლებობას აკრიტიკებს. ზეედორფის მტკიცებით, შავკანიან მენეჯერებს ევროპაში არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ზეედორფმა ევროპულ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. დღემდე, კლარენს ზეედორფი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით შეძლო (“აიაქსი”, “რეალი”, “მილანი”). საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ზეედორფი “მილანის” […]
ჰარვი ესაიას სახელი ფეხბურთის ძალიან ღრმად მცოდნე გულშემატკივარსაც აღარ ახსოვს. არადა, მისი ისტორია ორიგინალური და საინტერესო დეტალებით არის სავსე – ის არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობა ზეედორფთან, კლუივერტთან და კანუსთან ერთად გაატარა, შემდეგ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და მოგვიანებით, კვლავ საფეხბურთო მოედანზე გადაინაცვლა – “მილანში” მას რეკომენდაცია ზეედორფმა გაუწია, ნებართვა კი თვით კარლო ანჩელოტისგან მიიღო. ფეხბურთი […]