კლაუდიო მარკიზიო: “კვარაცხელიას არ ვაკნინებ, მაგრამ ნაპოლის სხვა ლიდერები ჰყავს”
ვეტერანმა იტალიელმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ “ნაპოლის” სათამაშო ფორმის და ამ გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ “ნაპოლის” ლიდერები არა ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი, არამედ ნახევარმცველები, პიოტრ ზიელინსკი, სტანისლავ ლობოტკა და ფრენკ ზამბო-ანგისა არიან. “ჯაკომო რასპადორიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ საგრძნობლად მოუმატეს, მათ არ ვაკნინებ, მაგრამ, ჩემი აზრით […]
მარკიზიო: ,,ვერ ვხვდები, რატომ ვერ ახერხებს იუვენტუსი ლიგის მოგებას”
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ,,ბებერი ქალბატონები” დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებენ: ,,ჯგუფური ეტაპი ,,იუვენტუსმა” იოლად გაიარა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ვერ ვხვდები, როგორ ხდება, რომ გუნდი სერია ა-ს რეგულარულად იგებს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას კი ვერ ახერხებს. ეს ჩემთვის აუხსნელია. სტატისტიკით, გუნდი, რომელიც ჩემპიონატში ხშირად იმარჯვებს, მიზანს ჩემპიონთა ლიგაზეც […]
მარკიზიო შეიარაღებულმა მძარცველებმა გაძარცვეს
იტალიის ნაკრებისა და “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, კლაუდიო მარკიზიო შეიარაღებული მძარცველების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 4 კრიმინალი მარკიზიოსა და მის მეუღლეს ტურინში, საკუთარ ვილაში დაესხნენ თავს. მძარცველებმა იარაღის მუქარით მარკიზიო აიძულეს სეიფი გაეღო და ფულთან ერთად ძვირადღირებული საათები და ძვირფასეულობაც წაიღეს. მომხდართან დაკავშირებით, ტურინის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.