“პერეირასთვის მზად ვარ, მარტში კოლბისთანაც მსურს ჩხუბი” – ხამზატ ჩიმაევი
ხამზატ ჩიმაევი გეგმავს, რომ პერეირას საშუალო წონის ქამარი წაართვას და ამის შემდეგ, კოლბი კოვინგტონსაც შეებრძოლოს. ჩიმაევი ბრაზილიელის ჩემპიონობით ძალიან უკმაყოფილოა და ამას ღიად აფიქსირებს. საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მან ასეთი პოსტი გაავრცელა: “ამ ბიჭმა ქამრისთვის 6-1 რეკორდით იბრძოლა, ნება მომეცით დავანგრიო, ჩემი რეკორდი 12-0 არის, მოდი ძმაო შევხვდეთ.” ხამზატი ქვესაშუალო წონის მებრძოლია, თუმცა, საშუალო წონაშიც […]
კოვინგტონი VS ჩიმაევი | დანა უაითი ახალ დაპირისპირებას აანონსებს
The MacLife-თან მიცემულ ინტერვიუში დანა უაითმა საინტერესო ღონისძიება დააანონსა. როგორც ვიცით, დაგეგმილია მესამე ორთაბრძოლა ჩემპიონ ლეონ ედვარდსსა და კამარუ უსმანს შორის. შესაძლოა, ამ საღამოსვე შედგეს ხამზატ ჩიმაევისა და კოლბი კონიგტონის დაპირისპირებაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დანას კოლბისა და ხამზატის ბრძოლის დანიშვნა სურდა. გილბერტ ბარნსთან დაპირისპირებამდე, UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კავკასიელი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში […]
10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში
საბრძოლო ხელოვნების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია UFC-ის ცნობადობის ამაღლებამ. კრივისა და ჭიდაობის გაერთიანებამ MMA ახალ ელიტურ სპორტად ჩამოაყალიბა, რომლის მაყურებელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. UFC-ის ჩვეულებრივი მებრძოლები სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ. თითქმის, ყოველ შაბათ-კვირას 12 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, უამრავი ეროვნების მებრძოლი გამოდის ოქტაგონზე და მაყურებლის წინაშე არაჩვეულებრივ შოუს დგამს. სისხლი, ოფლი, ტკივილი, დრამა და უსაზღვრო ემოციები. ეს […]
კოლოსალური თანხა, რომელიც ჯეიკ პოლმა ბენ ასკრენის დამარცხებით გამოიმუშავა (ვიდეო)
იუთუბერი ჯეიკ პოლი MMA-ის ყოფილ მებრძოლ ბენ ასკრენს დაუპირისპირდა. კრივის წესებით გამართული ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჯეიკ პოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასკრენმა აღნიშნა, რომ ჯეიკ პოლთან ნოკაუტით დამარცხება სამარცხვინოა. პოლმა რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა – მისი მტკიცებით, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რადგანაც ამ გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად შრომობდა და […]
“მორტალ კომბატი” UFC-ის მებრძოლთა კუნძულზე
დანა უაითის მორიგმა იდეამ UFC-ის გულშემატკივრები აღაფრთოვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლების მოწყობა სპეციალურად შერჩეულ კუნძულზე იგეგმება. წყაროს მტკიცებით, მებრძოლები კუნძულზე გაივლიან ბრძოლისათვის მოსამზადებელ პერიოდს და UFC-ის ეგიდით მოწყობილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. მებრძოლებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კუნძულზე დანა უაითი “მორტალ კომბატის” ინსცენირებას გეგმავს. პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ “მორტალ კომბატის” ანალოგად. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გამო […]