მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბმა” წინა ზაფხულს მას სხვა გუნდში გადასვლაში ხელი შეუშალა. “არ ვაპირებ კლუბის დასახელებას, მაგრამ საშუალება მომეცა, რომ ჩინებულ გუნდში წავსულიყავი. ვიცოდი, რომ “რეალში” ბევრი თამაშის შესაძლებლობა არ მომეცემოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ არ გამიშვეს. “რეალში” გარემოების გამო ვარ და არა იმიტომ, რომ ასე მინდა. იმედი […]