აფრიკის თასის წლევანდელ გათამაშებაში არაერთი საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა, კომოროსის ნაკრებს კი თავს უპრეცედენტო შემთხვევა დაატყდა. აფრიკის თასის 1/8-ფინალში დღეს ერთმანეთს კამერუნისა და კომოროსის გუნდები დაუპირისპირდებიან. კომოროსის ნაკრებს აღნიშნული შეხვედრის წინ ერთადერთი ჯანმრთელი მეკარეც გამოაკლდა, რის გამოც მთავარ მწვრთნელს, ამირ აბდუს კარში მოედნის ფეხბურთელის ჩაყენება მოუწევს. ალი აჰამადას PCR-ის პირველი ტესტისას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა დღეს კომოროსის […]