უიღბლო დებიუტი – ფრენკამპს საკმაო დრო გაუცდება
საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის კონერ ფრენკამპის დებიუტი უიღბლო გამოდგა. 19 თებერვალს, სერბეთთან წაგებული თამაშის (66:92) მესამე მეოთხედში კონერის მიერ მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. ამერიკელი კალათბურთელი თებერვლის “ბაბლის” დასრულების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც გამოკვლევები ჩაიტარა – როგორც ცნობილი ხდება, ფრენკამპი კალათბურთს 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის კონერი 2-3 კვირას […]
ფრენკამპი: “გპირდებით, რომ ქვეყანას კარგად წარმოვაჩენ”
როგორც იცით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. 25 წლის გამთამაშებელი, კონერ ფრენკამპი ილია ზუროსის გუნდში ითამაშებს. კალათბურთის ფედერაციამ ამერიკელ მოთამაშესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კონერმა საინტერესო თემებზე ისაუბრა. “კალათბურთის თამაში ძალიან პატარამ დავიწყე, პირველი მატჩი 5 წლის ასაკში გავმართე. სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდანვე მიყვარდა, ვარჯიში კი არასდროს შემიწყვეტია და დღეს აქ ვარ. პროფესიონალი კალათბურთელი. […]
საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ამერიკელი ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კიდევ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს. როგორც ცნობილია, ქართული პასპორტი აიღო და ილიას ზუროსის გუნდის რიგებს შეუერთდა ამერიკელი გამთამაშებელი, კონერ ფრენკამპი. 25 წლის კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში, “მურსიას” რიგებში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ კონერი ACB ლიგაში ძალიან შედეგიანია, მას 26,47 წუთში, 16,9 ქულა, 2,3 მოხსნა და 3,6 პასი აქვს. Eurohoop-ის ცნობით, ფრენკამპი საქართველოს ნაკრებს თებერვალშივე, […]