Netflix-ი ნეიმარის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს | VIDEO
Netflix-ი “პსჟ-ს” ვარსკვლავის, ნეიმარის შესახებ სამნაწილიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელშიც ბრაზილიელი შემტევის “სანტოსიდან” დღევანდელ დღემდე განვლილი კარიერა იქნება ასახული და მისი ცხოვრება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა გამოჩნდება. “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოთამაშეა და რა თქმა უნდა, მის შესახებ აზრი იყოფა – მას როგორც გულშემატკივრები, ისე მოძულეებიც ჰყავს. 29 წლის ფეხბურთელის პროფილი საინტერესოა […]
მესიმ შესაძლოა იანვრამდე ვერ ითამაშოს – ბარსელონას ახალი თავსატეხი გაუჩნდა
“ბარსელონა” ახალი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ “ბლაუგრანამ” სეზონის საწყისი ნახევარი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაატაროს. საქმე იმაშია, რომ ლეო მესისთვის გაფორმებული ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის ძალაში შესასვლელად კატალონიურ კლუბს რიგი ფინანსური და იურიდიული ოპერაციების განხორციელება მოუწევს. უფრო კონკრეტულად, საქმე სახელფასო ჭერს ეხება. იმისთვის, რომ ესპანურმა გრანდმა არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ახალი ხელშეკრულებით […]
ნეიმარმა მესის კოპა ამერიკის მოგება მიულოცა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვება ყოფილ თანაგუნდელს, არგენტინის ნაკრების კაპიტანს – ლეო მესის მიულოცა: ,,წაგება მტკივნეულია… ეს ის არის, რასთან შეგუებაც ვერ ვისწავლე. წაგების შემდეგ, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ჩასახუტებლად წავედი – ჩემს მეგობართან და ძმასთან, ლეო მესისთან. მოწყენილი ვიყავი და მას ვუთხარი – ,,შენ დამამარცხე!” სამწუხაროა, რომ […]
დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. […]
მესი: ,,ბრაზილიაში ბრაზილიის წინააღმდეგ, უკეთესი მომენტი არ არსებობს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა: ,,ბევრი წლის განმავლობაში ამ ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით და ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ეს მოხდებოდა. კოპა ამერიკის მოგება ბრაზილიაში ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით შევძელით. ბედნიერებას, რომელსაც ახლა ვგრძნობ წარმოუდგენელი და ყოვლისმომცველია, რადგან აქამდე წაგებისა და იმედგაცრუების მოთმენა მომიწია. უკეთესი მომენტი არ არსებობს. ამ გუნდმა მოგება ნამდვილად […]
ფინალის მოგების შემდეგ, მესიმ ოჯახის წევრებს დაურეკა და მედალი აჩვენა (ვიდეო)
კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ მესი და ნეიმარი ერთმანეთს ჩაეხუტნენ (ვიდეო)
დი მარიას ბრწყინვალე შესრულება | არგენტინა დაწინაურდა | VIDEO
კოპა ამერიკა | ბრაზილია Vs. არგენტინა | შემადგენლობები
სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი – კოპა ამერიკა დასკვნით ფაზაშია გადასული. დარჩენილია საფინალო მატჩი, სადაც ერთმანეთის პირისპირ არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ. საყურადღებოა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, კოპა ამერიკაზე მისთვის უკანასკნელ მატჩს ატარებს და ამ მხრივ დღევანდელ ფინალს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. გთავაზობთ ბრაზილიისა და არგენტინის […]
კოლუმბია 3:2 პერუ (მიმოხილვა)
ნეიმარი: “მესი ჩემი მეგობარია, თუმცა ფინალში მტრები ვიქნებით…”
11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, ბრაზილიაში, “მარაკანას” სტადიონზე კოპა ამერიკის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი – ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია ლეო მესისთვის, რომელიც შეეცდება, რომ პირველი ოფიციალური სანაკრებო ტიტული მოიპოვოს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა – ნეიმარმა, მატჩზე და ლეო მესიზე ისაუბრა: “როგორც ყველა განცხადებაში და ინტერვიუში ვიძახი, […]