ცნობილია, თუ რამდენი არგენტინელი გულშემატკივარი ჩავა მადრიდში “რივერი” – “ბოკას” მატჩისთვის
9 დეკემბერს, მადრიდში კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც “რივერ პლეიტი” – “ბოკა ხუნიორსს” დაუპირისპირდება. მატჩი არგენტინაში არ გაიმართა, რადგან გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხოლო გუნდებს ავტობუსები დაუმტვრიეს. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ ფინალისთვის მადრიდში 500-600 არგენტინელ გულშემატკივარს ელოდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ. როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა, ხელისუფლება მუშაობს […]
ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი ესპანეთში გაიმართება
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Bleacher Sport-მა და სხვა სპორტულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებით მატჩს ესპანეთი, კერძოდ კი მადრიდი უმასპინძლებს. მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი “ბოკასა” და “რივერს” შორის 2:2 დასრულდა.
კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალი კვლავ გადაიდო
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “რივერი” – “ბოკას” დაპირისპირება კვლავ გადაიდო. მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ მთავარი მიზეზი კვლავ გულშემატკივრების აგრესია და მუქარაა. Boca Juniors have asked for Sunday’s rescheduled Copa Libertadores second leg against River Plate to be delayed further. Read more: https://t.co/UXJuxoZdvV pic.twitter.com/TyTq0r8WRW — BBC Sport (@BBCSport) November 25, 2018 სავარაუდოდ […]
ბოკა ხუნიორსის ფანების მორიგი გასაოცარი საქციელი (კადრები)
გუშინ ბოკა ხუნიორსმა შინაურ არენა “ლა ბომბონერაზე”, რივერ პლეიტთან გასამართი ფინალის წინ უკანასკნელი ვარჯიში გამართა. კოპა ლიბერტადორესის ფინალი ორი მატჩისგან შედგება, პირველი მატჩი აღნიშნულ სტადიონზე ფრედ 2:2 დასრულდა, მეორე მატჩი კი შაბათს რივერ პლეიტის საშინაო არენაზე გაიმართება, თუმცა იმისათვის რომ ბოკას ფეხბურთელებმა თავი უძლეველებად იგრძნონ, ფანებმა ვარჯიშისას “ლა ბომბონერა” გაავსეს და 49 000-მა ადამიანმა თავისი […]