ფლორენტინო პერესს კორონავირუსი დაუდგინდა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს – ფლორენტინო პერესს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამეფო” კლუბი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. Comunicado Oficial#RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) February 2, 2021 73 წლის ფლორენტინო პერესს სიმპტომები არ შეენიშნება, თუმცა ასაკიდან გამომდინარე მას კვლევები ჩაუტარდება და სისტემატიური დაკვირვების ქვეშ იქნება. ფლორენტინო პერესი, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი 2000 წლის 17 ივლისიდან არის. 2006 […]
ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსის შემთხვევა ამჯერად მადრიდის “რეალში” გამოვლინდა. ინფიცირებულია ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი. ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, “რეალს” დროებით ზიდანის ასისტენტი დავიდ ბეტონი უხელმძღვანელებს. ზინედინის კონტაქტი ცნობილია, თუმცა ფრანგის თავდაპირველმა ორმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის გამო ზიზუს მადრიდელთა ვარჯიშების ჩატარება და მატჩებზე დასწრების უფლება ჰქონდა.
რებიჩი და კრუნიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ტეოს ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა
“მილანის” ფეხბურთელები, ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ტეო ერნანდესს კი PCR ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა – იუწყება მილანური კლუბის ოფიციალური საიტი. Official Statement: Ante Rebić, Rade Krunić, Theo Hernández ➡ https://t.co/E0YA8yJpSi Comunicato Ufficiale: Ante Rebić, Rade Krunić, Theo Hernández ➡ https://t.co/AyP86qLO99 #SempreMilan pic.twitter.com/1bKqTENzZC — AC Milan (@acmilan) January 21, 2021 “მილანის” საიტზე დაყრდნობით, […]
რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის “რეალის” ლეგენდარულ თავდამსხმელს, რაულ გონსალეს ბლანკოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 43 წლის ესპანელი, რომელიც ამჟამად “სამეფო კლუბის” ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანერლობს, კარანტინში იმყოფება. როგორც AS-ი იუწება, “კასტილიას” მთავარმა მწვრთნელმა სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ცხადია, ის “ხეტაფესთან” ჩასატარებელ შეხვედრას გამოტოვებს, მის საქმეში დაბრუნებას კი “სამეფო კლუბში” იანვრის ბოლოს უნდა ელოდნენ, თუმცა […]
ჰონდურასელმა ფეხბურთელმა მატჩი ნიღბით ჩაატარა (ვიდეო)
“ოლიმპიას” კაპიტანი ჯერი ბენგტსონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე დამხაცავი ნიღბით გავიდა. 33 წლის ჰონდურასელი თავდამსხმელის ამ საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯერის გუნდი დღეს კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე “მონრეალს” დაუპირისპირდა. “ოლიმპიამ” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით (2:2) მეტოქე დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ბენგტსონმა კი მინდორზე 76 წუთი გაატარა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ჰონდურასელი ფეხბურთელი უფრთხილდება […]
მოჰამედ სალაჰი კორონავირუსით დაინფიცირდა
ეგვიპტის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფეხბურთელი – მოჰამედ სალაჰი კორონავირუსით დაინფიცირდა. ეს ინფორმაცია ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში დაადასტურა. სალაჰი, რომელიც აფრიკაში ეროვნული ნაკრების დასახმარებლად ჩავიდა, დაინფიცირდა და იგი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. ეს ფაქტი არ არის კარგი ეგვიპტის ნაკრებისთვის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მათ კარგი შედეგი არ აქვთ. 2 მატჩის შემდეგ 2 ქულით ჯგუფში მესამე […]
ბარსელონასა და კიევის დინამოს შეხვედრა მაინც ჩატარდება
ბოლო ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” დაპირისპირება დათქმულ დროს ჩატარდება. როგორც იცით, უკრაინელთა 12 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ დაპირისპირება, შესაძლოა, გადადებულიყო. თუმცა, მატჩის წინა დღეს ჩატარებულმა PCR ტესტებმა აჩვენა, რომ მდგომარეობა მთლად საგანგაშო არ არის. UEFA-ს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, გუნდს მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლია, თუ ძირითადი შემადგენლობის 13 ფეხბურთელი […]
კორონავირუსის 11 შემთხვევა აიაქსში
ჩემპიონთა ლიგის მატჩს “მიდტიულანდთან” “აიაქსი” სერიოზული პრობლემებით ხვდება. ამსტერდამელების რიგებში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ტენ ჰააგის განკარგულებაში ახლა მხოლოდ 17 ფეხბურთელია, რომელთაგან მხოლოდ ერთია მეკარე – კელ შერპენი. “აიაქსის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ვითარებიდან გამომდინარე მოთამაშეები კლუბმა აკადემიიდან დაიმატა. ზუსტი გვარები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ნიდერლანდელები დანიაში ტადიჩის, ონანას, კლაასენისა და სხვა ლიდერების გარეშე ითამაშებენ.
ანორთოსისში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, “ანორთოსისის” ერთ-ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ფამაგუსტური კლუბი ინფიცირებული პიროვნების სახელს და გვარს არ ადასტურებს და ინფორმაცია არც კვიპროსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, მოგეხსნებათ, რომ “ანორთოსისში” 5 ქართველი ირიცხება: თემურ ქეცბაია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. მიმდინარე სეზონში, 9 ტურის შემდეგ, “ანორთოსისს” 20 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
მადრიდის რეალის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა
მადირიდის “რეალის” ცენტრალურ მცველს – ედერ მილიტაოს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა: Comunicado Oficial: Militão. #RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) November 2, 2020 მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ბრაზილიელი მცველი დაინფიცირდა, PCR ტესტი კლუბის ყველა წევრმა, ფეხბურთელმა, სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც ჩაიტარეს და ყველა მათგანზე უარყოფითი […]
რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა
კრიშტიანუმ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო – აღნიშნულ ინფორმაციას “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს. 34 წლის პორტუგალიელს COVID-19 13 ოქტომბერს დაუდგინდა, გამოჯანმრთელების პროცესს კი შედარებით დიდი დრო დასჭირდა. კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი გამოტოვა “დინამო კიევთან” და “ბარსელონასთან”, სერია A-ში კი პირლოს გუნდს რონალდუ 5 ტურში ვერ დაეხმარა. COVID19 – Guarito @cristiano ➡️https://t.co/JOgE7nPpz4 pic.twitter.com/ITQW5cVAwB — JuventusFC (@juventusfc) October […]
იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა – აღნიშნულ ინფორმაციას “მილანის” ფეხბურთელი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. Sei guarito! Autorità sanitarie avvertite, la quarantena è finita.Puoi uscire! #fuckcovid19 #godiscomingforyou — Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) October 9, 2020 39 წლის შვედ თავდამსხმელს COVID-19 2 კვირის წინ დაუდასტურდა, რის გამოც მას 4 მატჩის გამოტოვება მოუწია. ზლატანის დანაკლისის მიუხედავად, “მილანმა” ყველა თამაში მოიგო […]