სპორტის მინისტრის სკანდალური განცხადება: პრემიერ ლიგაში ანტი-ვაქსერი ფეხბურთელების პრობლემა დგას
ბრიტანეთის სპორტის მინისტრი ნაიჯელ ჰადლსტონი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის ზოგიერთი ფეხბურთელი აცრისშემდგომი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან, თავს იკავებს. ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელი 20 კლუბიდან მხოლოდ “ვულვზმა” და “ლიდს იუნაიტედმა” დაადასტურეს, რომ მათი პირველი გუნდის შემადგენლობა ორჯერადად იყო ვაქცინირებული. რამდენიმე კლუბმა აღიარა, რომ მათ უჭირთ სრულად ვაქცინირებული ფეხბურთელების რაოდენობა კლუბის მთლიანი […]
ოფიციალურად: საქართველო – კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სექტემბრის თვეში, ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საშინაო კედლებში გასამართ შეხვედრას მაყურებლის დასწრების გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში გართულებული კორონავირუსის პანდემიის მდგომარეობის ფონზე მიიღეს. “ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად […]
კორონავირუსი: ბორჯღალოსნების მწვრთნელის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან 2 ივლისს ტესტ-მატჩი გამართა და 40:9 დამარცხდა. ამ ნაკრებებს შორის გასამართი მეორე შეხვედრა გაუქმდა, რადგან ორივე […]
ევრო 2020-ზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველს, ბილი გილმორს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 20 წლის ფეხბურთელის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამრიგად, ლონდონის “ჩელსის” შუახაზელი იზოლაციაშია გადაყვანილი და იქ ათ დრეს გაატარებს. შედეგად, ახალგაზრდა ტალანტი თავის ეროვნულ გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. 18 ივნისს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებთან და […]
კორონავირუსი ეროვნული ლიგის გუნდში: თელავი – დინამოს მატჩი გადაიდო
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “თელავი” უნდა დაუპირისპირდნენ, გადაიდო. თბილისურ-კახური დუელი 20 მარტს, თელავში, “კავკასიონი არენაზე” უნდა გამართულიყო, მაგრამ მასპინძელი გუნდის შემადგენლობაში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა 26 მარტისთვის გადაიდო. “თელავი” მადლობას უხდის თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გულისხმიერებისთვის და გაგებისთვის, რადგან უეფას დებულებით, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად, თუ […]
რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის “რეალის” ლეგენდარულ თავდამსხმელს, რაულ გონსალეს ბლანკოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 43 წლის ესპანელი, რომელიც ამჟამად “სამეფო კლუბის” ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანერლობს, კარანტინში იმყოფება. როგორც AS-ი იუწება, “კასტილიას” მთავარმა მწვრთნელმა სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ცხადია, ის “ხეტაფესთან” ჩასატარებელ შეხვედრას გამოტოვებს, მის საქმეში დაბრუნებას კი “სამეფო კლუბში” იანვრის ბოლოს უნდა ელოდნენ, თუმცა […]
სინიშა მიხაილოვიჩმა კორონავირუსიც დაამარცხა
“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 51 წლის სპეციალისტს კორონავირუსზე ორჯერ გამოკვლევა ჩაუტარდა და ტესტის შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. 8 სექტემბერს, მიხაილოვიჩი გუნდთან მუშაობას განაახლებს. COVID19-ით სერბი თავკაცი 23 აგვისტოს დაინცფიცირდა. უფრო ადრე, მიხაილოვიჩს გაცილებით მძიმე დაავადებაც დაუდგინდა, თუმცა “რომას”, “ლაციოს” და “ინტერის” ყოფილმა მცველმა სიმსივნის დამარცხებაც მოახერხა. […]
რა ბედი ელის ბათუმის სტადიონის გახსნას? – ამირან გამყრელიძის განცხადება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბათუმში სემინარი ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გამყრელიძემ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესო თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია 12 სექტემბერს, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნას ვერ შეაფერხებს. “რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა. პირბადით და ორი სკამის […]
კურტუას ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა
მადრიდის “რეალის” მეკარეს ტიბო კურტუას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 28 წლის გოლკიპერმა ტესტი ბელგიის ნაკრების შეკრებაზე ჩაიტარა, სადაც მან დადებითი პასუხი მიიღო. ბელგიური მედიის ცნობით, კურტუას ზუსტი მდგომარეობას მას მერე გასაჯაროვდება, რაც ის სისხლის ანალიზის პასუხს მიიღებს. ამ შემთხვევაში, მადრიდის “ატლეტიკოს” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილ კარის დარაჯს ეროვნული გუნდის დახმარება ვეღარ შეეძლება და ის დანიისა და […]