მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს პრიშიტინაში დაუპირისპირდება, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. “კოსოვოსთან წაგებამ გაგვაწბილა და ის, რაც მე ახლა ფეხბურთელებისგან მინდა, არის კარგი მომზადება და იმიჯის კარგად წარმოჩენა და იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ. მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო მეტოქეზე. მაგრამ რაც მე შემიძლია ვთქვა იმ […]