მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში – 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ ჩალანდერსმა მარცხის შესახებ ისაუბრა. “გუნდთან ერთად, იმედგაცრუებული ვარ, […]