იაპონიის სუმოს ასოციაციამ ნოემბრის ბაშოსთვის ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებულ რეიტინგში ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი სამი პოზიციით დაქვეითდა და მომავალ ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება. როგორც ადრე გახდა ცნობილი შოდაი ამ ბაშოს ოძეკის რანგში შეხვდება, სანიაკუს დაუბრუნდა და კომუსუბის წოდებას მოირგებს ტერუნოფუჯი, ხოლო სეკივაკეების რაოდენობა სამიდან ორამდე შემცირდა და ამ წოდებას მიტაკეუმი და ტაკანოშო გაინაწილებენ, ხოლო […]