სოციალურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს შვილის მისამართით არაერთი დამცინავი, ბულინგის შემცველი პოსტი გამოქვეყნდა – ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ 11 წლის კრიშტიანუ ჯუნიორს, Adidas-ისა და Nike-ის ბრენდის პროდუქცია ერთად ეცვა. როდესაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დედამ, მარია დოლორესმა, უმცროს კრიშტიანუსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ ოჯახური ფოტო ფართო განხილვის თემა გახდებოდა. […]