კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” სპორტულ კომპლექსში ივარჯიშა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფორმის შესანარჩუნებლად, კრიშტიანუ რონალდუ ვალდებებასში, “რეალის” სპორტულ კომპლექსში, ვარჯიშობს. პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნიდან ოთხ დღეში, კრიშტიანუმ ვარჯიში განაახალა, რადგან ახალ გუნდში გადასვლამდე ფორმა არ დაკარგოს. რონალდუ დაუბრუნდა ადგილს, სადაც 9 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. კლუბთან კარგი ურთიერთობების გამო, თავდამსხმელმა მოახერხა, რომ მადრიდულ კლუბს მისთვის მოედანი ინდივიდუალურად გამოეყო. არაოფიციალური წყაროების თანახმად, კრიშტიანუ მის ყოფილ […]
მუნდიალი 2022 | პეპე: “რონალდუ ქვეყნის დროშაა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ფრიალებს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ ეტაპზე, მაროკოს წინააღმდეგ – 0:1 მარცხის და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, პეპემ, თავისი გუნდის ლიდერის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. “რონალდუმ საკუთარ კარიერაში კარგად დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები, ის არის პორტუგალიის დროშა, რომელიც გადაჭიმულია მსოფლიოს ყველა კუთხეში. ის ახლა ნაკრებში გამოიძახეს და მან […]
მარიო ბალოტელი: “რონალდუს ფანი არ ვარ, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს…”
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და შვეიცარიული “სიონის” ფორვარდმა – მარიო ბალოტელიმ, კრიშტიანუ რონალდუს სოლიდარობა გამოუცხადა. კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა და 1/4-ფინალში მაროკოსთან 0:1 დამარცხების შემდეგ გამოვარდა. ამ მარცხის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა და მატჩის დასრულებისთანავე გასახდელისკენ აცრემლიანებული გაეშურა. 11 დეკემბერს კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოექვეყნა, სადაც მაროკოსთან დამარცხებას გამოეხმაურა. კრიშტიანუ რონალდუს […]
კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას გამოეხმაურა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა: ,,პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის უმაღლეს დონეზე დაყენება ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ამისთვის ვიბრძოდი, ამ ოცნებისთვის ბევრი გავიღე. […]
კრიშტიანუ რონალდუს რეაქცია მაროკოსთან წაგების შემდეგ | VIDEO
საუკეთესო მოთამაშეები წლევანდელ მუნდიალზე | რონალდუ სიის მიღმა დარჩა
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ whoscored-მა კატარის მუნდიალზე, სტატისტიკაზე დაყრდნობით, საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიას, რონალდუს თანაგუნდელი, ბრუნო ფერნანდეში ლიდერობს. 28 წლის ნახევარმცველს კილიან მბაპეზე და ლიონელ მესიზე უკეთესი შედეგი აქვს. ასე გამოიყურება კატარის მუნდიალზე მოაპარეზე საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალი: მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (7.88) მცველები: აშრაფ […]
მუნდიალი 2022 | რატომ აპირებდა რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვებას?
5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დატოვებას აპირებდა. როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, ამის მიზეზი 37 წლის ფეხბურთელის მერვედფინალურ შეხვედრაში (შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ – 6:1) ძირითად შემადგენლობაში არ ყოფნა იყო. აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად ფერნანდუ სანტუშის სამწვრთნელო გუნდმა ძირითად შემადგენლობაში 21 წლის თავდამსხმელი, გონსალო რამუში შეიყვანა, “ბენფიკას” ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც ჰეთ-თრიკის […]
“თუ რონალდუ ჭირვეულობას გააგრძელებს, მისი კარიერა ცუდად დასრულდება” – გარი ნევილი
ყოფილმა “მანჩესტერელმა” და რონალდუს თანაგუნდელმა გარი ნევილმა პორტუგალიელი ვარსკვლავის კარიერაზე ისაუბრა. მისი თქმით, კრიშტიანუს კარიერა ცუდად დასრულდება თუ ის ასე გააგრძელებს. “ჭირვეულობა უნდა შეწყდეს. ეს მასზე კარგად საერთოდ არ მოქმედებს. მისი დიდხნინაი კარიერა ამტკიცებს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მაგრამ, ახლა მან ბევრად მეტი უნდა გააკეთოს. როდესაც ეს პირველად “მანჩესტერ იუნაიტედში” მოხდა, ყველა ერიკ […]
სანტუში: ,,გადადის თუ არა რონალდუ ალ-ნასრში? არ ვიცი”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს, კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ-ნასრში” შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს: ,,გადადის თუ არა რონალდუ ,,ალ-ნასრში”? არ ვიცი, მასთან ამის შესახებ არ მისაუბრია. ფეხბურთელებთან ვილაპარაკე, მაგრამ ამ თემაზე არა. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ მისი საქმეა. კრიშტიანუ ბოლომდე ორიენტირებულია მსოფლიო ჩემპიონატსა და გუნდის დახმარებაზე,” – განაცხადა სანტუშმა. Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება ,,ალ-ნასრს” (საუდის […]
მუნდიალი 2022 | კრიშტიანუ რონალდუს სამხრეთ კორეასთან მატჩის გამოტოვება ემუქრება
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა, სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებს შესაძლოა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმაროს. როგორც მსოფლიო მედია კატარიდან იუწყება, ვინაიდან პორტუგალიის ეროვნულ გუნდს საწყის ორ ტურში მოპოვებული 2 გამარჯვებისა და შესაბამისად 6 ქულის დაგროვების გამო მერვედფინალის საგზური უკვე გარანტირებულად მოპოვებული აქვს, სამწვრთნელო […]
200 მილიონი წელიწადში – რონალდუ კონტინენტს იცვლის?
ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საკლუბო კარიერას აზიის კონტინენტზე გააგრძელებს. როგორც არაერთი პრესტიჟული გამოცემა, მათ შორის ესპანური გამოცემა Marca ადასტურებს, 37 წლის სუპერვარსკვლავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედი” გახმაურებული სკანდალის ფონზე დატოვა, აზიაში ითამაშებს. უფრო კონკრეტულად, რონალდუს დამატება საუდის არაბეთის წარმომადგენელ “ალ-ნასრის” სურს. რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს, ის საფეხბურთო […]
ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს ბაიერნში გადასვლაზე უარი განაცხადა
მსოფლის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა – ფაბრიციო რომანომ, “ბაიერნის” აღმასრულებელ დირექტორთან – ოლივერ კანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ოლივერ კანი კრიშტიანუ რონალდუს “ბაიერნში” შესაძლო ტრანსფერზე საუბრობდა და დაადასტურა, რომ გერმანული გრანდი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს არ შეიძენს. “შემიძლია გამოვრიცხო კრიშტიანუ რონალდუს “ბაიერნში” გადმოსვლა. ჩვენ განვიხილეთ ეს თემა, ეს ჩვენი მუშაობის ნაწილია – ჩვენ ყველას გვიყვარს რონალდუ, მაგრამ ჩვენი […]