მანჩესტერ იუნაიტედი რონალდუსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს
პირს მორგანთან კრიშტიანუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და რონალდუს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ინგლისური კლუბი 37 ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის გზებს ეძებს. პირს მორგანთან საუბარში, პორტუგალიელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. რონალდუ მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” უღალატა და ამ ღალატში მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგს არ ადანაშაულებს. “მიღალატეს. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიღალატა. ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ჩემს […]
ბრუნო ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა კლუბსა და ნაკრებში მისი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს და მასთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის ნაკრების გასახდელიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველსა და თავდამსხმელს ერთმანეთთან არც ისე თბილი შეხვედრა ჰქონდათ. “არავისთან პრობლემა არ მაქვს. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და როგორც ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, ყველაფერი, რისი კონტროლიც შეგიძლია, […]
კრიშტიანუ რონალდუ: “იმედი მაქვს არსენალი პრემიერ ლიგას მოიგებს”
კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” შიგნით არსებული პრობლემების შესახებ ღიად საუბრობს, ამჯერად მისი ლონდონის “არსენალში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარს აკეთებს. პირს მორგანთან ინტერვიუში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ ლონდონურ კლუბში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, “მეთოფეების” შემადგენლობაში ტრანსფერი არ შედგა. “იმედი მაქვს “არსენალი” პრემიერ ლიგას მოიგებს, იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” […]
ბერნარდუ სილვა: “მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუსთვის ვითამაშებ…”
“მანჩესტერ სიტისა” და პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა – ბერნარდუ სილვამ, ჟურნალისტებთან მოახლოვებულ მუნდიალსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა. “ყველა მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულია, თუმცა ეს მუნდიალი ჩვენთვის ბევრად უფრო განსაკუთრებული იქნება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. მიზეზი რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა, რადგან იგი კარიერის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობს. პირადად მე საკუთარ თავზე მეტად, კრიშტიანუსთვის ვითამაშებ […]
რაზე ისაუბრეს რონალდუმ და ბრუნომ – ჟოაო მარიოს თქმით, ფეხბურთელები ერთმანეთს გაეხუმრნენ
პორტუგალიი ნაკრების ნახევარმცველმა, ჟოაო მარიუმ, განმარტა თუ რაზე ისაუბრეს კრიშტიანუ რონალდუმ და ბრუნო ფერნანდეშმა ეროვნულ გუნდში შეხვედრისას. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კრიშტიანუ და ბრუნო ერთმანეთს ,,ცივად მიესალმნენ”: ,,იმ მომენტში გასახდელში ვიყავი. სურათები ვნახე და ეს საკმაოდ სასაცილოა, რადგან მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი, თუმცა, სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ხუმრობდნენ. ბრუნო ერთ-ერთი უკანასკნელი იყო მათ […]
მუნდიალი 2022 | ინდივიდუალური და სანაკრებო რეკორდები!
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეო მესიმ შესაძლოა მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყაროს ბრაზილია და გერმანია მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდის დამყარებასთან ახლოს არიან კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც გოლს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი. ყატარში გასამართი მუნდიალი შესაძლოა ისტორიული გამოდგეს – ინდივიდუალურ და სანაკრებო დონეზე […]
დალო და ბრუნო კრიშტიანუ რონალდუს ცუდად შეხვდნენ
კრიშტიანუ რონალდუმ ბრიტანელ ჟურნალისთან – პირს მორგანთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ პატივს არ სცემს “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელს – ერიკ ტენ ჰაგს, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ კრიშტიანუ მის კლუბში ზედმეტ ადგილს იკავებს და მან “მანჩესტერ იუნაიტედში” აღარ უნდა ითამაშოს. კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისი დატოვა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების შეკრებას პორტუგალიაში […]
“კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედში აღარ უნდა ითამაშოს” – ერიკ ტენ ჰაგი
როგორც ESPN იტყობინება, ერიკ ტენ ჰაგმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში აღარ უნდა ითამაშოს. ორშაბათს ტენ ჰაგმა თავმჯდომარე ჯოელ გლეიზერთან, აღმასრულებელ დირექტორთან რიჩარდ არნოლდთან, საფეხბურთო დირექტორთან ჯონ მურტოუსთან შეხვედრა გამართა და პირს მორგანთან მიცემული ინტერვიუ განიხილეს. “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ რონალდუმ ძალიან შორს შეტოპა. თუმცა, ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ფორმაში მყოფ და […]
კრიშტიანუმ და ჟორჟე მენდეშმა ბაიერნთან მოლაპარაკებები გამართეს
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, გასულ კვირას, “ბაიერნთან” მოლაპარაკებები გამართეს. ბოლო დღეებში პორტუგალიელ ვარსკვლავსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. რონალდუმ პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარმა კლუბმა უღალატა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, პატივს არ სცემს. მისი თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდი არ […]
ითამაშებს თუ არა რონალდუ ფულჰემთან შეხვედრაში? – ტენ ჰაგის პასუხი
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, ჰკითხეს, ჩაატარებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ,,ფულჰემთან” შეხვედრას: ,,არ შემიძლია, გარანტირებულად ვთქვა, რომ რონალდუ ,,ფულჰემთან” მატჩში ითამაშებს. მან ,,ასტონ ვილასთან” ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა. თუმცა, შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, კვირას კრიშტიანუ გუნდთან ერთად იქნება,” – განაცხადა ტენ ჰაგმა. პრემიერლიგის მე-16 ტურში ,,ფულჰემი” ,,მანჩესტერ […]
მუნდიალი 2022 | პორტუგალიის შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ცნობილია. ევროპელები ყატარში გასამართ მუნდიალს შემდეგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობით შეხვდებიან: მეკარეები: დიოგუ კოშტა, რუი პატრისიო, ჟოზე სა მცველები: ჟოაო კანსელუ, დიოგუ დალო, პეპე, რუბენ დიაში, დანილო პერეირა, ანტონიო სილვა, ნუნუ მენდეში, რაფაელ გერეირო ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო, რუბენ ნევეში, პალინია, ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია, ოტავიო, მატეუს ნუნეში, ბერნარდუ სილვა, ჟოაო მარიო ფორვარდები: კრიშიტანუ […]
რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა!
“ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება და სტატისტიკური ორგანიზაცია, კვარაცხელიას შესახებ მაჟორულ ნოტაზე წერს. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემი ერთ ძალზედ საინტერესო კომპონენტს ეხება, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელიამ ისეთი ლეგენდები და სახელოვანი ვარსკვლავები დაჩრდილა, როგორიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, რომელუ ლუკაკუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინ ჯეკო, გონსალო […]