ინგლისურმა გამოცემამ მსოფლიოს TOP 10 ფეხბურთელი დაასახელა
ინგლისურმა გამოცემამ Goal.com-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. რეიტინგის ლიდერი ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული, ლუკა მოდრიჩია. რაც შეეხება მესის, გამოცემამ ლეო მე-5 პოზიციაზე დააყენა, რამაც უკვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. TOP 10 ასე გამოიყურება: ლუკა მოდრიჩი კრიშტიანუ რონალდუ მუჰამედ სალაჰი კილიან მბაპე ლეო მესი კევინ დე ბრუინი რაფაელ ვარანი ჰარი კეინი ანტუან გრიზმანი მარსელო
BBC-მ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა
BBC-მ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო არაინგლისელი ფეხბურთელების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხალხის რჩეული ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, ტიერი ანრი გახდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ხმების 45% მიიღო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ანრიმ პრემიერლიგაში 258 მატჩი ჩაატარა, სადაც 176 გოლსა და 76 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. რაც შეეხება მე-2 ადგილს, ხალხის აზრით, ტიერის შემდეგ საუკეთესო “იუნაიტედის” […]
ბალოტელი: “აღარასდროს შეადაროთ მესი რონალდუს”
მარიო ბალოტელი ჩვეულ ამპლუაში მოგვევლინა და მორიგი თამამი განცხადებით გამოიჩინა თავი. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ლივერპული” დაამარცხა (3:0). აღნიშნულ დაპირისპირებაში კატალონიელთა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა. განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მესის მიერ გატანილი მეორე გოლი, რომელიც მან შორეული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მესის ფენომენალური პერფორმანსით აღფრთოვანებულმა ბალოტელიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა: “თუ ფეხბურთი […]
როგორ ისვენებს კრიშტიანუ რონალდუ (ვიდეო)
რონალდუს სახე, როდესაც მესიმ საუკეთესო ფორვარდის პრიზი მიიღო
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიალზე, წლის საუკეთესო თავდასმხმელად ლიონელ მესი დასახელდა. მესის სიხარული ფონზე, კამერებს კრიშტიანუ რონალდუს იმედგაცრუებული სახე არ გამორჩენიათ. Ronaldo’s face pic.twitter.com/fONxLgCFHZ — valking♔ (@_valkiing) August 29, 2019 მოგვიანებით, რონალდუმ მესისთან 15-წლიან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მისდამი პატივისცემა არ დამალა: “მე და მესი 15 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ. არც ვიცი, მსგავსი რამ […]
რონალდუს სარისთან პრობლემები აქვს – პორტუგალიელი მოედნიდან სახლში გაიქცა
როგორც ჩანს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, “მილანის” წინააღმდეგ (1:0) მოედნიდან ნაადრევმა გაყვანამ, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან განარისხა. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მოედანი 55-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში ერთადერთი გოლის ავტორი პაულო დიბალა ჩაერთო. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი ამან ძალიან გააბრაზა და მოედნიდან გასვლის შემდეგ “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ხელი არ ჩამოართვა, […]
ინდივიდუალური ჯილდოები: მესის და რონალდუს სტატისტიკა – არგენტინელის უპირატესობა
ლიონელ მესიმ 4-წლიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთისთვის დავაში გადაასწრო. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. წარმატებული სეზონისა და 2019 წლის შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა თავის პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს არაერთი მაჩვენებლით გაასწრო. ოქროს ბურთი მესი – 6 რონალდუ – 5 ევროპის ოქროს ბუცი მესი – […]
პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ლეგიონერების მიხედვით
გთავაზობთ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ლეგიონერების მიხედვით. მეკარე – პიტერ შმეიხელი დანიელმა ლეგენდარულმა მეკარემ წარუშლელი კვალი დატოვა პრემიერ ლიგის ისტორიაში. მის ანგარიშზე 128 მშრალად შენახული კარია. შმეიხელს ასევე დაუვიწყარი “სეივები” აქვს გაკეთებული. ცენტრალური მცველი – ვირჯილ ვან დაიკი ვან დაიკმა წინა სეზონი ისე განვლო, რომ ის ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მოატყუა. ჰოლანდიელი ოქროს ბურთისთვის […]
გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები
მართალია, გასული წელი ლეო მესისთვის ტიტულებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელისთვის ამას ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად ყოფნისთვის ხელი არ შეუშლია. Forbes-ის მონაცემების თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანმა 2019 წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგს სათავეში უდგას. TOP 10 ასე გამოიყურება: 10. კევინ დურანტი, კალათბურთი – $65.4 მილიონი 9. სტეფ კარი, კალათბურთი – $79.8 მილიონი 8. ლებრონ ჯეიმსი, […]
დევიდ ბექჰემს ჰკითხეს თუ ვინ იყო საუკეთესო, რონალდუ თუ მესი
მსოფლიოს მასთტაბით ვერავინ თანხმდება თუ ვინ არის საუკეთსო, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი. ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს კითხვა დაუსვეს და სთხოვეს აეხსნა, რომელი იყო საუკეთესო. დევიდის აზრით რონალდუ იმ მწვერვალზე არ იმყოფება, სადაც “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესია. ბექჰემი ასევე ფიქრობს, რომ ორივე ფეხბურთელი სხვებზე ბევრად მაღლა დგანან, მაგრამ არავის შეუძლია იმის გაკეთებაც, […]
პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე
პრემიერ ლიგის ისტორიაში არაერთ ვარსკვლავს უთამაშია და წარუშლელი კვალიც დაუტოვებია. ცნობილმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე. 10. ფრენკ ლამპარდი 9. სერხიო აგუერო 8. უეინ რუნი 7. ალან შირერი 6. პოლ სქოუზი 5. ერიკ კანტონა 4. როი კინი 3. კრიშტიანუ რონალდუ 2. ტიერი ანრი 1. რაიან გიგზი
მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]