,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ,,მანჩესტერ სიტისთან” მარცხის შემდეგ, უპასუხა შეკითხვას თუ რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე არც მეორე ტაიმში გამოჩენილა. პირველი ნახევრის შემდეგ ,,ქალაქელები” მეტოქეს 4:0-ს უგებდნენ. ,,ასეთი გადაწყვეტილება რონალდუს დიდი კარიერისადმი პატივისცემის გამო მივიღე. გარდა ამისა, მარსიალი ვათამაშე, რომელსაც დრო სჭირდება,” – განაცხადა […]