პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა. საქმე […]
FIFA 21: 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი ცნობილია
Ea Sports-მა დღეს FIFA 21-ის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგი გამოაქვეყნა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეოთამაშის პირველი ნომერი კვლავ ლიონელ მესია. არგენტინელი ფეხბურთელის რეიტინგი წელს 93-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით “ბარსელონას” კაპიტანს 1 ქულა მოაკლეს. მესის შემდეგ წელსაც კრიშტიანუ რონალდუა. ლეოს მსგავსად, პორტუგალიელი ფეხბურთელის რეიტინგი 1-ით შემცირდა (92). TOP 10 ასე გამოიყურება: მესი (93) რონალდუ (92) ლევანდოვსკი (91) […]
35 გუნდი – ლეო მესის უნიკალური მიღწევა
ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ამჯერად, არგენტინელი სუპერვარსკვლავის უნიკალური მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ მან უპრეტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 35 გუნდის კარის დალაშქვრა მოახერხა. ეს მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” კაპიტანმა, მერვედფინალის საპასუხუო მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ნაპოლის” გაუტანა. 6 ოქროს ბურთის მფლობელთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც ბურთი 33 სხვადასხვა გუნდს შეუგდო.
რონალდუს ჟესტის შემდეგ კოკა-კოლას აქციები 4 მილიარდით შემცირდა
კრიშტიანუ რონალდუს მიერ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლას ბოთლის გადადგმის შემდეგ, კომპანიას სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა. როგორც იცით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით ხალხს მოუწოდა, რომ ჯანსაღად იცხოვრონ და წყალი მიიღონ. როგორც ცნობილია, კოკა-კოლას აქციები ბოლო დღეებში 4 მილიარდი დოლარით გაუფასურდა და ის ახლა 238 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მიმდევარი გამოუჩნდა. პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციიდან ლუდის ბოთლი […]
რონალდუ: “მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ”
კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძვიან. არაერთი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია – თუმცა საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდუა საუკეთესო. როგორც საკლუბო, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ორივე მათგანმა არაერთი ტიტული მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. რონალდუმ და მესიმ 5-5-ჯერ შეძლეს ოქროს ბურთის მოპოვება. კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ იგი მესიზე […]
რონალდუს ატლეტიკოსთან მატჩამდე ჩემოდანი დაუგორდა (ვიდეო)
FIFA 22 | 22 საუკეთესო მოთამაშე ცნობილია
EA Sports-მა ახლახანს FIFA 22-ის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, წელს ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის საუკეთესო ფეხბურთელი წელსაც ლეო მესი იქნება. ლეგენდარული არგენტინელის რეიტინგი 93-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ EA Sports-ის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ რობერტ ლევანდოვსკი იქნება. პოლონელი თავდამსხმელი მესის 1 ქულით (92) ჩამორჩება. რაც შეეხება პორტუგალიელს, ის მესამე პოზიციას იკავებს […]
რონალდუს 23 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს
ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო პირობითი პატიმრობა მიესაჯა.
რატომ დააბრუნეს ჯენოას ფანებმა ბილეთები?
ამ წუთებში სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩში ერთმანეთს “ჯენოა” და “იუვენტუსი” უპირისპირდებიან. ტურინელთა გმირმა რონალდუმ გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოსთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა და “იუვე” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა, რომ კრიშტიანუ დღევანდელ თამაშში დაესვენებინა. აღნიშნული ინფორმაციით განაწყენებულმა “ჯენოას” ფანების ნაწილმა ბილეთების დაბრუნება და გადახდილი თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
15 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ინსტაგრამზე
თანამედროვე ეპოქაში სოციალური ქსელების მეშვეობით თანხის გამომუშავება სულ უფრო პოპულარული და აპრობირებული ხდება. ცხადია, რომ სპორტმენები ამ კუთხით განსაკუთრებულ პოპულარობასა და ყურადღებას იხვეჭენ, რის ხარჯზეც ისინი დამატებით საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებენ. გთავაზობთ TOP 15 სპორტსმენს, რომელიც Instagram-ის თითოეული სარეკლამო ხასიათის პოსტში კოლოსალურ თანხებს იღებენ: 15 რონდა როუზი – მებრძოლი 1 პოსტის ღირებულება ≈ $67 700 […]
რონალდუს ეფექტი | ნიუკასლის წინააღმდეგ გასამართი მატჩის ბილეთები ასტრონომიულ ფასად გაიყიდა
კრიშტიანუ რონალდუს კვლავ “ოლდ ტრაფორდზე” ხილვას “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეორე დებიუტი “მანჩესტერ იუნაიტედში” 11 სექტემბერს, “ნიუკასლის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შედგება. 11 სექტემბერს, თბილისის დროით, 18:00 საათზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ნიუკასლს” დაუპირისპირდება. პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს. არაერთი ბრიტანული მედია საშუალების მტკიცებით, აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუს […]