ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ იტალიის თასის ფინალში, “ნაოპოლისთან“, პენალტების სერიაში მარცხის (0:0, 2:4) შემდეგ, მეტოქე გუნდის სათამაშო სტილი გააკრიტიკა. “ჩვენ მოედანზე მატჩის მოსაგებად შევედით, მეტოქე კი 11 კაცით თავის დაცვას ცდილობდა. ძნელი იყო მოედანზე თავისუფალი ადგილის პოვნა. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მოუთმენლად ველოდოთ სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის განახლებას, სადაც წარმატებას უნდა მივაღწიოთ. […]